ტურიზმი რომის ხელისუფლება შადრევნებში ჩაყრილ მონეტებს ბიუჯეტს მოახმარს 2017, 18 ნოემბერი, 11:52 ![]() მარტო ტრევის შადრევანში ყოველწლიურად 1 მილიონი ევრო გროვდება, 2016 წელს დაფიქსირდა რეკორდი, ისტორიულ შადრევნიდან 1, 4 მილიონი € ამოიღეს.თანხა კათოლიკურ ეკლესიას გადაეცემა და აგრეთვე საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება. ტრადიციის თანახმად, ერთ მონეტას ჩააგდებთ რომს ისევ მოინახულებთ, თუ ორს სიყვარულს იპოვით, სამი მონეტის ჩაგდების შემთხვევაში კი იქორწინებთ. ბაროკოს სტილის ეს ულამაზესი შედევრი 1732-1762 წლებში ააგო არქიტექტორმა ნიკოლო სალვიმ. ![]() შადრევენი მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებით პოპულარული გახდა ფელინის 1960 წლის საკულტო ფილმის, "ტკბილი ცხოვრების" შემდეგ. შადრევანი მოხვდა ისეთ ცნობილი ფილმების კადრებშიც, როგორიცაა "რომაული არდადაგები"(1953წ) გრეგორი პეკის და ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით და "უზომოდ შეყვარებული"(1981) წელი თითქმის ანალოგიური ისტორიით, სადაც ადრიანო ჩელენტანო და ორნელა მუტი თამაშობს. ![]() გასულ ზაფხულს რომის მერიამ დააწესა შადრევნთან მოქცევის მკაცრი წესები, კერძოდ, მის გვერდით აკრძალულია ჭამა-სმა, ასევე შიგ ჩახტომა და დასასვენებლად ჩამოჯდომა. წესების დარღვევისთვის მერიამ 240 ევრო ჯარიმა დააწესა. ახალი წესები მხოლოდ ხაფხულის პერიოდში მოქმედებს და 31 ოქტომბრამდე გრძელდება. 114 6-ს მოსწონს
|