x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვინ მოითბობს ხელს საქართველო-რუსეთის კონფლიქტით?

image

კომპანიები ბელარუსიდან და თურქეთიდან დამატებით შემოსავალს მიიღებენ რუსეთი-საქართველოს მიმართულებით ფრენის აკრძალვის შემდეგ, რუსული კომპანიებისთვის აკრძალვა დამატებით ხარჯებს გამოიწვევს, ჯამურ თანხას რუსი გადამზიდავები უკვე ამ კვირაში წარუდგენენ ხელისუფლებას.



რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აკრძალა პირდაპირი ფრენები საქართველოს მიმართულებით ამა წლის 8 ივლისიდან, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი უცნობია, როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, როდესაც საქართველოში "რუსოფობიული ისტერია" ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება, შემდეგ შესაძლებელი იქნება ვიმსჯელოთ გადაწყვეტილების მიღებაზე.



ვინ გადანაწილებს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულების ავიარეისებს? და რამდენს დაკარგავენ რუსეთის და საქართველოს გადამზიდავები?




ყველაზე კარგი შანსი აქვს ბელორუსულ "Белавиа"-ს, რადგან ამ ავიაკომპანიამ უკვე გადო ხიდი რუსეთსა და უკრაინას შორის, ამასვე ადასტურებს ტრანსპორტის და სატრანსპორტო პოლიტიკის ექსპერტი ოლეგ პანტელეევი:"გადაჯდომის თვალსაზრისით, მოსკოვიდან, სანკტ-პეტერბურგიდან და რუსეთის ევროპული ნაწილიდან, ბევრად უფრო მოსახერხებელია რა თქმა უნდა მინსკი"


კიდევ ერთი პრედენდენტი არის ბაზარზე არის Turkish Airlines, რომელსაც უკვე კარგად აქვს ათვისებული, როგორც როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ბაზარი, ბათუმის და თბილისის აეროპორტებს მართავს თურქული ჰოლდინგი TAV Airports, სწორედ ამიტომ თურქულ კომპანიას დიდი შანსი აქვს, რომ გაზარდოს გადაზიდვები.


"Turkish Airlines-ს კარგი სერვისი აქვს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა მგზავრი მოსკოვიდან სტამბულში გაფრინდეს და მერე იქიდან თბილისში"–აღნიშნავს ექსპერტი.

"გადაჯდომის დროს ყველაზე მთავარი იქნება ფასები"-დასძინა მან.


გადაზიდვების პრეტენზია გამოთქვა სომხეთმაც, როგორც ავიაგადაზიდვების მინისტრმა აკოფ ჩაგარიანმა განაცხადა, "სომხური ავიაკომპანიები მზად არიან დამატებითი რეისები განახორციელონ რუსეთი-საქართველოს მგზავრების გადაყვანისთვის.

"კმაყოფილებით მინდა განვაცხადო, რომ სომხური ავიაკომპანიები-"Armenia, Taron-avia და Atlantis European Airways"მზად არიან დაარეგულირონ კრიზისი ძმურ ერებს შორის 5 თვითმფრინავით და გაორმაგებული რეისებით"-დასძინა ჩაგარიანმა.


როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, მარტო საქართელოს მიმართულებით გაუქმებული რეისების გამო პირველ ეტაპზე რუსული ავიაკომპანიები დაკარგავენ 155 000 მგზავრს, რაც საერთო ჯამში 2, 2 მილიარდი რუბლია.


საქართველოში ლიდერი ავიაკომპანიების ცხრილი(მგზავრების წილი %-ით)

image

0
367
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0