ტურიზმი სტალინი-მშობლიური ქალაქის ტურისტული მაგნატი-რას წერს The New York Times-ი 2019, 4 ივლისი, 14:13 ![]() გამოცემა The New York Times ვრცელ სტატიას აქვეყნებს ქალაქ გორში მდებარე სტალინის მუზეუმზე, რომელიც ფაქტი სახეზეა, ყველაზე შემოსავლიანი მუზეუმია საქართველოში. გამოცემა ვრცლად მიმოიხილავს მუზეუმის დაარსების ისტორიას და წერს:"მართალია სახელმწიფომ სტალინის მუზეუმის მხარდაჭერაზე უარი თქვა, თუმცა სტალინის მაინც რჩება მთავარ ფიგურად, განსაკუთრებით რუსებში და ჩინელებში, თაია ჩუბინიძის განცხადებით, გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიდან, წელიწადში 162 000 ტურისტი სტუმრობს სტალინის მუზეუმს. ![]() "ეს უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მუზეუმი საქართველოში"-დასძინა თაიამ. ![]() "ბევრი ადამიანი, ვისთანაც გვისაუბრია, ამბობს, რომ მას თავის ბინაში ჯვარი ჰქონდა დაცული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის ქრისტიანი იყო", - ამბობს თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნუცა ბათიაშვილი, რომელმაც დაწერა ნაშრომი "სტალინის როლი საქართველოსა და რუსეთის კოლექტიურ მეხსიერებებში". ![]() ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ სტალინს ბევრი ლარი შემოაქვს. მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს დახლები და მაღაზიებია სადაც ვაჭრობენ სტალინის გამოსახულებიანი სუვენირებით, ესაა დეკორატიული თეფშები, ყავის ჭიქები, მაისურები, მინიატურული ბიუსტები, ჩანთები, თასები, სანთებელები და ა.შ. ![]() 585 5-ს მოსწონს
|