x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ბანკი შირაქში მიწის გამოსასყიდად გრძელვადიან უპროცენტო განვადებაზე თანახმაა

image
საქართველოს ბანკი დედოფლისწყაროელების მოთხოვნას დათანხმდა. დედოფლისწყაროს სამი სოფლის ფერმერების ნაწილსა და საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები წუხელ მოსახლეობის სასარგებლოდ დასრულდა.

ინფორმაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაშიც ადასტურებენ. დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ საქართველოს ბანკი ადგილობრივებს გრძელვადიანი განვადების ხელშეკრულების პირობებს უპროცენტოდ გაუფორმებს. ჯანიაშვილს იმედი აქვს, რომ პრობლემა ამით ამოიწურება.

გუშინ ადგილობრივებმა შირაქის ველზე კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს. სამი სოფლის მოსახლეობა 2010 წლიდან წართმეული მიწების გამოსყიდვას ითხოვს.

0
39
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0