კახეთი ბანკი შირაქში მიწის გამოსასყიდად გრძელვადიან უპროცენტო განვადებაზე თანახმაა 2017, 18 ნოემბერი, 11:36
ინფორმაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაშიც ადასტურებენ. დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ საქართველოს ბანკი ადგილობრივებს გრძელვადიანი განვადების ხელშეკრულების პირობებს უპროცენტოდ გაუფორმებს. ჯანიაშვილს იმედი აქვს, რომ პრობლემა ამით ამოიწურება. გუშინ ადგილობრივებმა შირაქის ველზე კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს. სამი სოფლის მოსახლეობა 2010 წლიდან წართმეული მიწების გამოსყიდვას ითხოვს. 39 1-ს მოსწონს
|