საზოგადოება „ სამ თვეში ვიგებ, რომ 12 წლის შემდეგ პატარას ველოდები“ - სალომე ფაცაციას ემოციური პოსტი 2017, 17 ნოემბერი, 16:48 ![]() „საჩუქრები“ ასე ჰქვია ჯგუფს, რომლის საშუალებითაც ადამიანები ერთმანეთს სიხარულს სჩუქნიან. ამჯერად, ჩემი ყურადღება ერთმა ემოციურმა პოსტმა მიიქცია. სალომე ფაცაცია 2017 წლის 3 ივნისს ჯგუფში წერდა: „ 12 წელია შვილი არ მყავს და ტყუილა ვინახავ, დიდი სიამოვნებით გავაჩუქებო...“ ![]() მან კი სამ თვეში გაიგო, რომ ბავშვეს ელოდება და ჯგუფში ასეთი სასიხარულო ინფორმაცია დაწერა: „მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ ეს პოსტი დავწერე 3 ივნისს ხოლო სამ თვეში ვიგებ რომ 12 წლის შემდეგ პატარას ველოდები რაც კი მქონდა პატარა ბავშვის ტანსაცმლები მაშინ ყველაფერი გავაჩუქე სამაგიეროდ ყველაზე დიდ უფლის საჩუქარს ველოდები.“ ![]() სალომე ფაცაცია 12 წელია, რაც გათხოვილია, პროფესიით ფარმაცევტმა მესამე წელია რაც დააარსა „ წმინდა მამა გაბრიელის“ საქველმოქმედო ფონდი და ასევე თბილისში ორგანიზაციის „ ვაჩუქოთ მომავალი“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. სალომე საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, თავისი ორგანიზაციების საშუალებით უამრავ სოციალურად დაუცველ ოჯახს ეხმარება. ![]() #აჩუქესიხარული ახლახანს მიიღო ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, ენგურის უბანში გაიმარჯვა და საკრებულოს წევრი გახდა, თუმცა ამბობს, რომ ყველაზე დიდი გამარჯვება მის ცხოვრებაში ისაა, რომ 12 წლის შემდეგ პატარას ელოდება. 3805 7-ს მოსწონს
|