ფსიქონევროლოგია როგორ იმოქმედებს ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე 2017, 16 ნოემბერი, 20:00 ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს : შფოთვას, ზრდის პულსს და წნევას. ასეთი დასკვნა გამოიტანეს იტალიელმა და ინგლისელმა ექსპერტებმა. მეცნიერთა აზრით ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, იმისა, რომელიც აიძულებს ხალხს უფრო და უფრო მეტი დრო გაატარონ ვირტუალურ რეალობაში. სუონსისა და მილანის ექპერტთა ჯგუფმა ჩაატარა ექსპერიმენტი.სადაც მონაწილეობა მიიღო 144 -მა მსურველმა, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ინტერნეტზე. სუბიექტთა ასაკი შეესაბამებოდა 18 დან 33 წელს. ისინი ყოველდგიურად 3 დან 9 საათამდე ატარებდნენ დროს ინტერნეტში. მათი უმრავლესობა დროს სოციალურ ქსელსა და ონლაინ მაღაზიებს უთმობდა. ექსპერიმენტის დაწყებამდე მსურველებს გაუზომეს პულსი და წნევა, რის შემდეგ, ნება დართეს, რომ გამოეყენებინათ ინტერნეტი და საყვარელი საქმით დაკავებულიყვნენ. 15 წუთის შემდეგ, მოსთხოვეს, რომ დაეტოვებინათ ინტერნეტი, ხოლო 2 წუთის შემდეგ, გაუზომეს წნევა და პულსი. საშუალო მაჩვენებელი 3-4 % -ით მაღალი იყო ინტერნეტ სესიამდე. ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ციფრულ მოწყობილობებზე აღაირებენ, რომ განიცდიან შფოთვას ციფრული მოწყობილობის ზურგის ქცევის შედეგად. ჩვენ პირველად ავღნიშნავთ, რომ ეს ემოციური განცდა შეესაბამება ფიზიოლოგიურ ცვლილებას - წერს ექსპერიმენტის იდეოლოგი ფილ რიდი, რომელიც მოღვაწეობს სუონსის უნივერსიტეტში.მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ემოციური და ფიზიკური ცვლილება აიძულებთ ადამიანებს, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ ინტერნეტში. ამასთან ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ინტერნეტის გავლენა ადამიანზე, მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს ეხება. 43 1-ს მოსწონს
|