x
image
intermedia.ge
Mediator image
„ვენდიმ“  ხარისხის უმაღლესი ჯილდო - Dave's Way მიიღო და ბრენდის არსებობის 48-ე წლისთავი აღნიშნა
image



„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ ხარისხის უმაღლესი ჯილდო - Dave's Way სერტიფიკატი მიიღეს საკვების უსაფრთხოების, ხარისხის კონტროლის დახვეწილი სისტემის, გემოვნური თვისებების, სწრაფი მომაახურებისა და სისუფთავისთვის.



"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის თქმით, "ძალიან სიმბოლურია, რომ საერთაშორისო "ვენდის" დაფუძნების დღე, Dave's Way ხარისხის სერტიფიკატის დაჯილდოების ცერემონიალს დაემთხვა.



"ვისოლ ჯგუფისთვის", ისევე როგორც "ვენდისთვის", ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და საერთო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებებია. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ დანაპირები - "ხარისხი ჩვენი რეცეპტია". შესაბამისად, Dave’s Way ხარისხის ჯილდო, ჩვენი ძალისხმევის საუკეთესო აღიარებაა. ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო, თუ რამე არსებობს "ვენდის" სისტემაში 1969 წლიდან. ჩვენი მთავარი ფოკუსირება მიმართული იქნება სურსათის უვნებლობაზე და იმ პროდუქციის ხარისხზე, რომელიც, აბსოლუტურად, ყველა სტანდარტით წინ არის და სწორედ ეს იქნება ერთადერთი გზა, რომლითაც გავაგრძელებთ ცხოვრებას", - განაცხადა ფხაკაძემ.




დაჯილდოებასა და იუბილეს აღნიშვნაში მონაწილეობა "ვენდის" საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ პეინმა, "ვენდის" საერთაშორისო საოპერაციო დირექტორმა - გაბორ ჰავარმა, საერთაშორისო განვითარების დირექტორმა -დარილ ბაერერმა, "ვენდის" საერთაშორისო ფინანსურმა დირექტორმა ბრენდონ გუტრიემ და "ვენდის" საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერმა სოფო ჩოგოვაძემ მიიღეს.



ხარისხის უმაღლეს ჯილდოსთან ერთად, ჩვენ აღვნიშნავთ 48-ე დაბადების დღეს, მას შემდეგ, რაც ბრენდმა არსებობა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ოჰაიოში დაიწყო. 1969 წელს ბრენდის დამფუძნებელ, დეივ ტომასს ჰქონდა ოცნება, რომ მსოფლიოში საუკეთესო ბურგერ-რესტორანი გაეხსნა. ვფიქრობ, ის ძალიან ამაყი იქნებოდა იმით, რომ ჩვენ, საქართველოში, მსოფლიოში "ვენდისის" ყველაზე დიდ რესტორანში dave's way-ის ჯილდოს მიღებას აღვნიშნავთ. ყოველთვის მიყვარს ამ ქვეყანაში ჩამოსვლა, რადგან აქ ფანტასტიური სტუმარ-მასპინძლობაა და აქ, "ვენდის" ბრენდისთვის მშვენიერ სამუშაოს ახორციელებენ", - განაცხადა "ვენდის" საერთაშორისო საოპერაციო დირექტორმა, გაბორ ჰავარმა.




იუბილეს აღნიშვნასთან ერთად, ბრენდმა რამდენიმე საუკეთესო თანამშრომელიც დააჯილდოვა.



"ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს ჯილდო იმიტომ, რომ ჩემს გუნდთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ Dave's Way ხარისხის ჯილდო დაგვემსახურებინა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება, ეს არის ჩვენი, მთელი გუნდის დამსახურება", - აღნიშნა "ვენდის" ვაკის ფილიალის გენერალურმა მენეჯერმა, თეონა ქართველიშვილმა.


(R)

0
19
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0