x
image
intermedia.ge
Mediator image
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ხშირ შემთხვევაში ინტერმედია არის   ქართული ვიკიპედიის შემცვლელი
"რა ვქნა შეიძლება ცოტა ბანალური გამომივიდეს, მაგრამ ასეა, ჩემთვის, ყველაზე დიდი ტკივილი სამშობლოა, იმედი მაქვს მოვესწრები იმ დღეს, როდესაც ირგვლივ ყველას ბედნიერს და გაღიმებულს ვიხილავ და ქუჩაში აღარ ივლის ამდენი ადამიანი დაღვრემილი სახით." - ბაქარ დემურხანაშვილი



დაიბადა თბილისში, ჰყავს ერთი ზრდასრული ქალიშვილი და აქვს ორი ძირითადი პროფესია, ესენია მუსიკოსი და იუველირი, ბოლო პროფესიით 15 წელზე მეტი იმუშავა, თუმცა ოჯახური პირობების გამო იძულებული გახდა თავი მიენებებინა.



image


წარმომავლობასთან დაკავშირებით იგონებს: ყმაწვილკაცობაში მეგობარმა წამიყვანა ზესტაფონში ნათესავებთან, გამოვიდა მოხუცი ბებია და მეკითხება: საიდან ხარ წარმოშობით, ბოშო?" ვუპასუხე "კახელი ვარ ბებო-მეთქი", "არა უშავს გულს ნუ გაიტეხ, ბებოო"..


ახლა მეცინება, მაგრამ გულზე მომხვდა მაშინ ....რატომ მოვყევი ეს ისტორია? შემდგომ ხშირად შემხვედრია მსგავსი ფაქტები, დასავლეთ თუ აღმოსავლეთ საქართველოში მოგზაურობის დროს...სამწუხაროდ, დღესაც არსებობს კუთხური სტეროეტიპები, ეს განსაკუთრებით რეგიონებს შეეხება, თბილისში იმდენად არ იგრძნობა.




გაიცანით ინტერმედიას ავტორი - ბაქარ დემურხანაშვილი


- პირველ რიგში, გვითხარით, როგორ გახდით ინტერმედიას ავტორი?


- ეს იყო 2012 წელს, ავტო.ჯი-ზე ვიყავი შესული გასაყიდ ავტომობილებს ვათვალიერებდი და სარეკლამო ფანჯარა ამომიგდო, იქიდან გადავედი ინტერმედიაზე და გავიგე, რომ თურმე მასალების გამოქვეყნება შეგიძლია და ამასთანავე ჰონორარიც გერიცხება, თუმცა სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია, რომ ჰონორარი ნამდვილად ჩამერიცხებოდა, მორიგი "ლოხოტრონი" მეგონა, სხვები მაგ დროს ინტერნეტში "ფერმით" ან "ტანკებით"ერთობოდნენ, ჩემთვის კი სტატიების წერა გახდა ჰობი.

- ბაქარ, მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, რას გვეტყვით Intermedia.ge-ზე?


- ბოლო ხანებში ძალიან ბევრი სასიამოვნო ცვლილება განხორციელდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია წერის დროს სტატიის დამახსოვრების ფუნქცია, სულ ახლახან დაემატა კიდევ ერთი სიახლე, ძალზე ეფექტური:მაუსს მიიტან სტატიასთან და წიგნივით იფურცლება სურათები, თუმცა სრულყოფისთვის, ვფიქრობ, გასაკეთებელი კიდევ ბევრია.


- რაიმე კურიოზს ხომ არ გახისენებდით თქვენი ცხოვრებიდან?


- 90-იან წლების შუა ხანებში საიუველირო სალონში ვმუშაობდი რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნის ქვეშ კომპლექსში, ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი შეყვარებულის დაბადების დღეზე მიდიოდა, იქვე ფუნიკულიორის ასასვლელთან ნახატი შეიძინა, შემდეგ ლამაზად შეაფუთინა და სალონში დატოვა, თვითონ კოლმეურნეობის მოედანზე ყვავილების საყიდლად წავიდა, უცებ მოვიაზრეთ, რომ სურათი შეგვეცვალა, თავიდან უბრალოდ მუყაოთი გვინდოდა, მაგრამ მერე გაგვახსენდა, იქვე გვერდზე საკუჭნაო იყო, სადაც საბჭოთა სიმბოლების ხარახურა იყო აჩონჩხილი, გამოვაძვრინეთ ბრეჟნევის პორტრეტი (ზომაშიც თითქმის ერთი-ერთში დაემთხვა), საიუველირო ოსტატობით გავხსენით შეფუთული ნახატი და ბრეჟნევის პორტრეტით შევუცვალეთ... სხვათა შორის, იმ თანამშრომელს ეს ჩვენი ხუმრობა უფრო დადებითად წაადგა, როგორც მერე გავიგეთ, იმ გოგონამ ამ ოინზე ბევრი იკისკისა.

- როგორც გამოცდილი ინტერმედიელი, რას ურჩევთ ახალ ავტორებს?


- პირველი, რაც ყველაზე მთავარია - გიყვარდეთ ის საქმე, რასაც აკეთებთ და გულით მიუდექით, კიდევ მინდა ვუთხრა ავტორებს, რომ ნუ ჩაიციკლებიან ერთ კონკრეტულ კატეგორიაზე ან თემაზე, წერონ ყველაფერზე.

სხვა თუ არაფერი, მრავალფეროვანი თემებით თვალსაწიერს გაიზრდით და ინტელექტს აიმაღლებეთ, ბოლო-ბოლო ცხოვრებაში გამოგადგებათ, ინტელექტუალს ყველგან აფასებენ, იყავით მაქსიმალურად ობიექტურები, ნუ იქნებით ტენდეციურები და არასდროს გამოხატოთ პოზიცია (გამოსაქვეყნებელ მასალაში ვგულისხმობ, რა თქმა უნდა) რაიმე თემაზე, არ დაგავიწყდეთ, რომ ჟურნალისტი ხართ (თუნდაც სამოქალაქო) და უნდა იყოთ ნეიტრალურები.

რაც შეეხება მართლწერასა და პუნქტუაციურ შეცდომებს, ჩემმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ენას ფაქტობრივად ხელახლა სწავლობ, სამწუხაროდ, ქართულ პრესაში და ტელევიზიაში, თვით საზოგადოებაში უამრავი მახინჯი ტერმინია დამკვიდრებული, რაც ბუნებრივად მასებზე გადადის და იმდენადაა გამჯდარი უკვე საზოგადოებაში, რომ ინსტიქტურად ვიმეორებთ, უშეცდომო არავინაა და მეც ძალიან ხშირად მომდის შეცდომა ამ მხრივ, რაზეც ხანდახან ძლიერ ვბრაზდები.


- ადამიანი უნდა იყოს...


- ამ კითხვას ნიკოლოზ ბარათაშვილის სიტყვებით ვუპასუხებ:
"მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.

არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს! "




- და ბოლოს, რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ინტერმედიელი?


- იცით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ხშირ შემთხვევაში ინტერმედია არის ქართული ვიკიპედიის შემცვლელი, ბევრჯერ რაიმე თემა მიძებნია გუგლში და არ არსებობდა იმ საკითხის ქართული ვერსია, სამაგიეროდ გუგლი პირველს, თავშივე მიჩვენებს ინტერმედიის გვერდს და მე მიხარია, რომ სწორედ ამ ინტერნეტგამოცემის ნაწილი ვარ და მეც ჩემი მცირე წვლილი შემაქვს მის განვითარებასა და დახვეწაში.




ესაუბრა ანი სპარსიაშვილი


Intermedia.ge ყველა მსურველს, განათლებისა და გამოცდილების მიუხედავად, შესაძლებლობას აძლევს გახდეს ინტერმედიას ავტორი



ასე მხოლოდ იტერმედიაზე საუბრობენ :


"მე ინტერმედიელი ვარ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაღაც საინტერესოს ვქმნი"


" ვწერ იმიტომ, რომ წერა აზროვნების პროცესია"


"ინტერმედია სწორედ ის სივრცეა, სადაც შეგიძლია წარმოაჩინო საკუთარი შესაძლებლობები და აიხდინო ოცნებები"


"მე ინტერმედიელი ვარ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვარ ყველაზე წარმატებული მედია-პროექტის ერთ-ერთი ავტორი და მე ამით ვამაყობ!"



იხილეთ ინტერმედიას ავტორების ინტერვიუები :

მაკა გიგაშვილი

მანანა ქოჩიაშვილი

ნინო ბაისონაშვილი

ხატია მუმლაძე


image


შენ შეგიძლია, გახდე ინტერმედიას ავტორი!


image


ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ყველასთვის, ვისაც სურს ყოველთვიურად დამატებითი ჯიბის ფული გამოიმუშაოს

image



10
192
14-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
192
  
2017, 17 ნოემბერი, 12:24
ნამდვილად
2017, 15 ნოემბერი, 22:19
მართალი ხარ ბაქარ, ჩვენ რომ არ ვიყოთ, რა ეშველება ქართულ ინტერნეტს? :) შენ კი წარმატებები
2017, 15 ნოემბერი, 18:15
გაიხარეთ მეგობრებო
2017, 15 ნოემბერი, 17:53
ბაქარ ღმერთმა უსმინოს შენს ოცნებას.
2017, 15 ნოემბერი, 17:32
წარმატებები ბაქარი:))))
2017, 15 ნოემბერი, 16:00
წარმატებები
2017, 15 ნოემბერი, 15:02
გაიხარე
2017, 15 ნოემბერი, 14:51
წარმატებები ბაქარ...
2017, 15 ნოემბერი, 13:53
ვეცდები... აქ თუ არა ..იქ თუ არსებობს რამე იქნებ იქ გამომივიდეს))))
2017, 15 ნოემბერი, 13:14
წარმატებები, ბაქარ :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10