კინო ლეილა ყიფიანი: " მგონია, რომ კინემატოგრაფს არ უნდა ჩამოვშორებოდი.." 2017, 14 ნოემბერი, 0:22 ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზმა ქალბატონმა ქართულ კინოში ლეილა ყიფიანმა თოთხმეტ კინოფილმში მიიღო მონაწილეობა. შესაძლოა, რაოდენობრივად ბევრი არ არის, მაგრამ ყოველ მათგანს თავისი მნიშვნელობა, დატვირთვა და ხალხის დიდი სიყვარული ახლავს თან..
ფართო მაყურებელმა ის ლანა ღოღობერიძის 1965 წელს გადაღებული ფილმიდან "მე ვხედავ მზეს" გაიცნო, რომელიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობაზე იყო დაფუძნებული. თავად ლეილა ყიფიანი ყოველთვის მადლობელია რეჟისორის, ის როგორც ამბობს, ლანა ღოღობერიძემ მას გზა გაუხსნა დიდი კინოსკენ.
უნიკალური ფოტო - ლანა ღოღობერიძე, ლეილა ყიფიანი და გელა ჭიჭინაძე ფილმის გადაღებებისას:
შემდეგ იყო კიდევ მრავალი ფილმი, რომლებმაც ლეილა ყიფიანს მაყურებლების სიყვარული მოუტანა, გამორჩეულია: " მე ვხედავ მზეს", "ლონდრე", "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", "ღიმილის ბიჭები"
დღემდე დაუვიწყარია თამაზ მელიავას ფილმში "ლონდრე" ლეილა ყიფიანის მიერ შესრულებული მღვდლის შვილის როლი: ფილმს "ღიმილის ბიჭების" გადაღებებისას ლეილა ყიფიანმა გაიცნო მომავალი მეუღლე - ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზნისკი. მსახიობი ამბობს, რომ მისთვის ყველა განსახიერებული როლი ერთნაირად ძვირფასია და გული სწყდება, რომ კინემატოგრაფს ჩამოშორდა: " ყველა ჩემი როლი მიყვარს. განსხვავებული ხასიათის გმირი ამ მითამაშია. გული არაფერზე მწყდება. კინემატოგრაფიასაც ისე უმტკივნეულოდ ჩამოვშორდი, როგორც ბალეტს. ჩემს ცხოვრებაში შვილები გაჩნდნენ და ამან ყველაფერი შეცვალა. თუმცა, ხანდახან როცა დავფიქრდები, გული მწყდება, მგონია რომ კინემატოგრაფს არ უნდა ჩამოვშორებოდი, თუმცა ახლა ამაზე საუბარი გვიანია. მიმაჩნია, რომ გამიმართლა, რადგან ბედმა ბევრი საინტერესო გმირის თამაში მარგუნა. " ლეილა ყიფიანი დღეს ორი ქალიშვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებიაა. იმის მიუხედავად, რომ უკვე წლებია, რაც მისი სახე დიდ ეკრანზე აღარ გამოჩენილა, ის ყოველთვის დარჩება ქართული კინოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად. 722 5-ს მოსწონს
|