საზოგადოება ბებიამ შვილიშვილებს ოცნების სახლი აუშენა 2017, 13 ნოემბერი, 10:45 როცა ჯერი უიკფილდლს (აშშ. დალასი) შეუსრულდა 14 წელი საკუთარ თავს დაუწერა წერილი, აი, რა ეწერა მასში: " რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, მე მინდა ვიყო მსოფლიოში საუკეთესო ბებია, მე მინდა, რომ ჩემს შვილიშვილებს ჰქონდეთ ყველაზე თბილი და სასიამოვნო ბავშვობის მოგონებები ". გავიდა წლები. ჯერი გახდა ორი შვილიშვილის (ბიჭების) ბებია და მან დანაპირები შეასრულა. რაზე ოცნებობს ბავშვების უმრავლესობა? რა თქმა უნდა, საკუთარ სახლზე, რომელიც ხეზე იქნება აშენებული, სადაც ისინი შეძლებენ დამალვას და თამაშს. ამიტომაც ბებიამ გადაწყვიტა აეშენებინა ასეთი სახლი შვილიშვილებისთვის. ამ მიზნის განსახორციელებლად ბებიამ დაიხმარა ბაბუა, მეგობრები, არქიტექტორი, დიზაინერი და აი, რა გამოუვიდათ.... ოცნებები ხდება, მთავარია გვჯეროდეს.... 361 2-ს მოსწონს
|