x
მეტი
  • 30.05.2023
  • სტატია:128312
  • ვიდეო:356674
  • სურათი:500847
„ბიბლუსი“ ოქტომბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების 10–ეულს აქვეყნებს

image

საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ მკითხველებში მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში ოქტომბრის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპ ათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც პირველი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა ”ბიბლუსის” 55 ფილიალში. როგორც „ბიბლუსში“ აცხადებენ, რეიტინგებში არ იყო გათვალისწინებული ლიტერატურა, რომლებიც ოქტომბრის თვეში აქციის ფარგლებში გაიყიდა, რაც წიგნებზე გარკვეულ ფასდაკლებას გულისხმობს.


აღსანიშნავია, რომ რეიტინგების ტოპ სამუელში ერთი ქართველის, დანარჩენი ორი კი უცხოელი მწერლის ნაწარმოებები შევიდა. ათეულის საპატიო პირველ ადგილს ქართველი მწერლის ალეკო შუღლაძის „გადამალვა“ იკავებს, რომელიც „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში 2017 წლის იანვარში შემოვიდა და მას შემდეგ მკითხველებში პოპულარობას არ კარგავს. მეორე ადგილზე მსოფლიოში აღიარებული თურქი მწერალი ელიფ შაფაქი და მისი ცნობილი რომანი - „სიყვარულის 40 წესი“ გავიდა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ნაწარმოები რამდენიმე წელია გაყიდვადი წიგნების ტოპ ხუთეულის უცვლელი წევრია. მესამე პოზიციას კი ყველასთვის საყვარელი გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი იკავებს წიგნით - „ნასესხები სიცოცხლე“.


რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპ ათეულში დიდი წილი შემეცნებით წიგნებსა და ზღაპრებზე მოდის. ”ბიბლუსი” ყოველთვიურად შემოგთავაზებათ ტოპ ათეულს მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში.



ტოპ 10 მხატვრული ლიტერატურა


  • ალეკო შუღლაძის „გადამალვა“
  • ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესი“
  • ერიხ მარია რემარკის „ნასესხები სიცოცხლე“
  • რ. ჯ. პალაციოს „საოცრება“
  • კაზუო იშიგურო „არასოდეს გამიშვა“

  • ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“
  • დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“
  • მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდი“
  • ერიხ მარია რემარკის „სიცოცხლის ნაპერწკალი“
  • გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“


  • ტოპ 10 საბავშვო წიგნი



  • ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი
  • პირველი ენციკლოპედია მოსწავლისათვის
  • ჩემი პირველი ბიბლია
  • ვისწავლოთ თვლა, წერა, კითხვა, საათის ცნობა
  • ნამდვილი და მოგონილი ამბები მეორეკლასელთათვის
  • გოდერძი ჩოხელის მოთხრობები
  • საიდუმლო წიგნაკი გოგონებისათვის
  • სამსახსოვრო დღიური დაბადებიდან 6 წლამდე
  • საბავშვო ენციკლოპედია
  • მსოფლიო ატლასი (პაზლებიანი წიგნი)




  • 0
    61
    4-ს მოსწონს
    ავტორი:intermedia.ge
    intermedia.ge
    Mediator image
    61
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0