x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ძალადობის მსხვერპლთა პასუხი კითხვაზე-,,რა გეცვა?"
image

“რა გეცვა?"-ამ კითხვას ხშირად უსვამენ ძალადობის მსხვერპლ ქალებს, თვლიან, რომ შესაძლოა მათი ჩავმულობა ზედმეტად გამომწვევი იყო და თავად მოახდინეს მოძალადის პროვოცირება. ამ უჩვეულო გამოფენის ორგანიზატორებს სურდათ ეს მითი დაენგრიათ და ეჩვენებინათ, რომ ჩაცმულობა არაფერ შუაშია.

გამოფენაზე, რომელიც კანზასის უნივერსიტეტში მოეწყო, სამოსის 18 კომპლექტია წარმოდგენილი, რომელიც თავდასხმის დროს ეცვათ მსხვერპლ გოგონებს. თითოეულს თან ახლავს მოკლე ისტორია, თუ როგორ მოხდა ეს. სტუმრების თვალწინ სრულიად სხვადასხვა სამოსია წარმოდგენილი, დაწყებული ჯინსით და მაისურით, დამთავრებული კაბითა და საცურაო კოსტიუმით.

image


არტ-პროექტს 2013 წელს ჩაეყარა საფუძველი. ამ ხნის განმავლობაში ინსტალაცია რამდენიმე სასწავლებელში იქნა წარმოდგენილი.მისი ერთერთი ავტორის ჯენ ბრიკმანის თქმით, გამოფენის მიზანია ხალხის ცნობიერების ამაღლება სექსუალური კუთხით მომხდარ დანაშაულებში და ძალადობის მსხვერპლთა დადანაშაულების თავიდან აცილება:

“სტუმრებს შეუძლიათ მოვიდნენ გალერეაში და დაათვალიერონ წარმოდგენიილ ექსპონატები და გაეცნონ მსხვერპლთა ისტორიებს-ამბობს ჯეინი.-ჩვენ გვინდოდა ისეთი ატმოსფერო შეგვექმნა, რომ მნახველს ეთქვა:“ასეთი ტანსაცმელი ხომ ჩემს კარადაშიცაა" ან “რაღაც ამის მსგავსი ხომ ამ დღეებში მეცვა".ჩვენ გვინდოდა გაგვექარწყლებინა მითი იმის შესახებ, რომ თუ “ასეთ" ტანსაცმელს არ ჩაიცვამ არაფერიც არ მოხდება. თითქოს შესაძლებელი იყოს სექსუალური ძალადობის თავიდან აცილება ტანსაცმლის გამოცვლით."

ჯენმა სულ 40 რეალური ისტორია მოიძია, მათგან 18 ინსტალაციაშია წარმოდგენილი. მატერიალები სხვადასხვა გზით შეგროვდა, ზოგი პირადად გადასცეს, ზოგიც ანონიმურად გაუგზავნეს.

image

აი, რამდენიმე ისტორია:

image

“რა გეცვა?-საცურაო კოსტუმი. ჩვენ მთელი დღე კანოეთი ვცურავდით მდინარეში.მართლა კარგი დრო გავატარეთ, შემდეგ კი ისინი ჩემს კარავში შემოვიდნენ, როცა ტანსაცმელს ვიცვლიდი."


image “რა გეცვა?-ჩემი საყვარელი ყვითელი მაისური, მაგრამ არ მახსოვს როგორი შარვალი მეცვა.მახსოვს მხოლოდ, რომ შეცბუნებული ვიყავი და მინდოდა რაც შეიძლება მალე გავსულიყავი ჩემი ძმის ოთახიდან, რომ მულტფილმებისთვის მეყურებინა."


image“რა გეცვა?-უბრალო ნაჭრის შარვალი და ტუნიკა. იმ დღეს პრეზენტაცია მქონდა გაკვეთილზე. ძალადობის შემდეგ საავადმყოფოს მედპერსონალმა ჩემი ტანსაცმელი წაიღო."


image“რა გეცვა?-საზაფხულო კაბა. რამდენიმე თვის შემდეგ დედა ჩემი კარადის წინ იდგა და უკვირდა რატომ აღარ ვიცვამ კაბებს. მაშინ 6 წლის ვიყავი."


image“რა გეცვა?-როცა ეს მოხდა, რამდენიმე დღე სამსახურში არ მივსულვარ. ეს ამბავი ჩემ უფროსს რომ მოვუყევი, მან ეს შეკითხვა დამისვა. მე ვუპასუხე-“მაისური და ჯინსი, ძუკნა, შენ რა გაცვია კალათბურთის მატჩზე?" სამსახურიდან წამოვედი და აღარ დავბრუნებულვარ."





0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0