სხვა ბრიტანელმა ქალმა 1 ფუნტი დადო გუნდებზე,რომლის სახელებიც მოეწონა და ნახევარი მილიონი მოიგო 2017, 8 ნოემბერი, 21:07 ![]() 59 წლის კარლი ფოკლნერმა( Carli Faulkner), რომელსაც ფეხბურთის ინჩი-ბინჩი არ გაეგებოდა ტოტალიზატორში დადო 1 ფუნტი 12 გუნდის მოგებაზე და მოიგო.....574 000 ფუნტი სტერლინგი. როგორც ქალბატონმა კარლიმ განაცხადა, გუნდები ლამაზი სახელწოდების მიხედვით შეარჩია. როგორც გაირკვა ოჯახში ტოტალიზატორს მუდმივად თამაშობდნენ მისი მეუღლე და 30 წლის ვაჟი, რომლებიც "ტოტენჰემის" ფანები არიან. ქალმა უბრალოდ ოჯახის წევრების მიბაძვით სრულიად შემთხვევით შეარჩია ის გუნდები, რომლის სახელწოდებებიც მოეწონა და დადო 1 ფუნტი. ![]() 206 7-ს მოსწონს
|