საზოგადოება როგორ მიაგნო „ცეერუმ" ჰიტლერს კოლუმბიაში 1954 წელს 2017, 8 ნოემბერი, 15:02 საიდუმლო დოკუმენტებში, რომლებიც „ცეერუს" ეკუთვნის ნახსენებია, რომ 1950-იან წლებში ადოლფ ჰიტლერი კოლუმბიაში ყოფილი ნაცისტების თანამეგობრობაში ცხოვრობდა, ამის შესახებ გამოცემა „Daily Mail" იტყობინება.
აგენტები ამ ფაქტით სერიოზულად არასდროს დაინტერესებულან, მაგრამ სხვადსხვა ფაქტებით გამყარებულმა ამ ინფორმაციამ საზოგადოებაში დიდი ეჭვები გააჩინა. დოსიე გვიჩვენებს, რომ 1954 წელს ნეკი ფილიპ ციტროენი შეხვდა „ცეერუს" აგენტს, რათა ეცნობებინა ჰიტლერთან შეხვედრის ფაქტები და კონკრეტულად ის ფაქტი, რომ იგი ცხოვრობდა ქალაქ ტუნჯაში ჩრდილო ბოგოტაში. მისი განცხადება ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც კოლუმბიელმა ჟურნალისტმა ხოსე კარდენასმა „ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნებული „ცეერუს" დოკუმენტები გააცნო საზოგადოებას. ციტროენი აცხადებდა, რომ იგი ქალაქში ერთ-ერთ სარკინიგზო კომპანიაში მუშაობდა სადაც მან ერთი კაცი გაიცნო, რომელიც ჰიტლერს გავდა და მას სწორედ ნამდვილი სახელითა და გვარით მიმართავდნენ. მისი სიმართლის გასამყარებლად ციტროენმა „ცეერუს" ამ კაცთან გადაღებული ფოტოებიც კი წარუდგინა. დოკუმენტები მაშინვე უგულვებელყოფეს აგენტებმა და არაოფიციალურ და გამოგონილ ჭორად მიიჩნიეს. თუმცა, 1955 წელს კიდევ ერთი პირი, რომელიც ცნობილი გახდა კოდური სახელით სიმელდონი-3, იგივეს ამტკიცებდა და აგენტებს უცხადებდა, რომ მან ნამდვილად შენიშნა დიქტატორი სწორედ იმ ქალაქში სადაც მას ციტროენი გადაეყარა. სიმელდონმაც იგივე ფოტო მასალა მიაწოდა აგენტებს, რაც ციტროენმა. ცნობილია, რომ მესამე რეიხის წარუმატებლობის შემდეგ, ათასობით ნაცისტი მათ შორის, „სიკვდილის ანგელოზი", სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრნენ. თუმცა ისტორიკოსებისთვის, ის ფაქტი, რომ ჰიტლერი გერმანიიდან ცოცხალი და უვნებელი გაიქცა ძალზედ სასაცილოა. მათი თქმით არაერთხელაა დამტკიცებული ის ფაქტი, რომ ჰიტლერი და მისი მეუღლე ევა ბრაუნი 30 აპრილს, 1945 წელს ბერლინის დაბომბვის დროს გერმანიის დედაქალაქში საბჭოთა არმიას შეეწირნენ. მათი ცხედრები კი კანცელარიის ბაღში დაწვეს. 494 7-ს მოსწონს |
რუსი პათოლოგანატომიც ამტკიცებდა თავის ქალა, რომელიც ჰიტლერის თავის ქალადაა ცნობილი მას არ ეკუთვნის არცერთ შემთხვევაშიო.