საზოგადოება წიგნის კაფე „პიატო“ ჩემი ახალი აღმოჩენაა 2017, 8 ნოემბერი, 12:24 ყოველდღიური რუტინით გადაღლილები ხშირად ვეძებთ ადგილს, სადაც მშვიდად განტვირთვას შევძლებთ. მცირე ზომის, სასიამოვნო გარემოს მქონე კაფეების მიმართ ინტერესი კი ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება. თუ კაფე გემრიელ კერძებსა და გამორჩეულ გარემოს კარგად უთავსებს ერთმანეთს, მაშინ ის ნამდვილად ხდება საზოგადოებრივი თავშეყრის მნიშვნელოვანი ადგილი.საქართველოში ასევე განსაკუთრებული პოპულარობით იტალიური სამზარეულოსარგებლობს.ნამდვილი იტალიური სამზარეულოს სურნელი კი წიგნის კაფე „პიატოში“ იგრძნობა, რომელიც ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე.
![]() „პიატოს“ სამზარეულოგემოს მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით გამოირჩევა. ეს ყველაფერი კი შეფმზარეულის - მიშა ბერძენიშვილის მარჯვე ხელების დამსახურებაა. „ჩვენთან კერძები ცოცხალი და ჯანსაღი პროდუქტებისგან მზადდება. ყველას ვურჩევ, ეწვიონ ამ მართლაც ჯადოსნურ ადგილს. მე და მთელი გუნდი ძალასა და ენერგიას არ ვიშურებთ, რომ მომხმარებლებს განსაკუთრებული კერძებიშევთავაზოთ. დამიჯერეთ, „პიატოში“ ერთხელ მოსულ ადამიანს, სხვაგან წასვლა აღარ მოუნდება. პიატოს მნიშვნელოვან დადებით მხარეს წარმოადგენს მისი ინტერიერიც, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ ქმნის შეგრძნებას, თითქოსთითოეულ სტუმარს თავისი სივრცე აქვს და ისინიც ისე გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში. კაფე „ბიბლუსი გალერეების“ ნაწილია, შესაბამისად განსაკუთრებით წიგნის მოყვარულები ნამდვილად სამოთხეში იგრძნობენ თავს. ამას ემატება ახალგაზრდა, სასიამოვნო და მუდამ პოზიტიური მომსახურე პერსონალი, რომელიც ხშირად სასიამოვნო სიურპრიზებს უმზადებს ხოლმე სტუმრებს.“ – ამბობს მიშა ბერძენიშვილი ![]() წიგნის კაფე „პიატო“ „ბიბლუსი გალერეებშია“ განთავსებული და თქვენ გელოდებათ. საქართველოს მასშტაბით კაფე უკვე 5 ლოკაციაზე მდებარეობს- თბილისი: ჭავჭავაძის #7, გაგარინის #7, ვაჟა-ფშაველას 47, ასევე რეგიონებში - თელავი: ბახტრიონის და სააკაძის ქუჩების კვეთა; ბათუმი : მემედ აბაშიძის #52. 151 6-ს მოსწონს
|