ჯანმრთელი კვება როგორ მოვამზადოთ ხაჭოს გემრიელი ომლეტი 2017, 6 ნოემბერი, 23:05 ინგრედიენტები: კვერცხი - 3 ცალი დაბალცხიმიანი ხაჭო - 170 გრ. რძე - 5 სუფრის კოვზი მარილი გემოვნებით ცერეცო -1/2 კონა ოხრახუში - 1/2 კონა ქათმის ფილე - 1 ცალი მომზადება:
ერთი შეკვრა დაბალცხიმიანი ხაჭო აურიეთ კვერცხთან, რძესთან და მწვანილთან ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეაზავეთ გემოვნებით მარილით და სხვადასხვა სანელებლებით.
სურვილის შემთხვევაში დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მოხარშული ქათმის ფილე (ნახევარიც საკმარისია). მოასხით ცხიმმოსხმულ ტაფაზე, დაახურეთ თავზე და გამოაცხვეთ დაბალ ცეცხლზე. 112 1-ს მოსწონს
|