x
image
ფიქრია ჯიქია
ვინ შიშვლდება ვარსკვლავების ნაცვლად საწოლის სცენებში

image

საწოლის სცენები, ეს ის არის, რისთვისაც ჩვენ გვიყვარს ჰოლივუდის ფილმები. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც მათში ვხედავთ ჩვენს საყვარელ მსახიობებს. მაგრამ სიმართლე არის ის, რომ იშვიათია მათგან ვინმემ გადაიღოს ასეთ სცენებში. პირველ რიგში ეს უხერხულია, მეორე რიგში ძალიან ენერგიის დამკარგველია, რადგან ასეთი სცენები პრაქტიკულად გათანაბრებულია კასკადიორულ ილეთებთან. ეს ჩვენ გვეჩვენება, რომ სექსი კადრში ჩანს ბუნებრივად, მაგრამ იმისათვის, რომ ის მართლა იყოს ასეთი, საჭიროა კვირაობით რეპეტიციები და ავტომატურობამდე მოძრაობების დახვეწა. ასე, რომ გამოდის უფრო იოლია დუბლიორის დაქირავება. სინამდვილეში ვისი სხეულის ნაწილებს ვხედავთ ეკრანზე, როდესაც ვფიქრობთ, რომ ვუყურებთ ემილი კლარკს, თუ ჯულია რობერტს?

image

იზაბელა როსელინი და კეტრინ ბელი

დღესდღეობით საკმაოდ ცნობილმა მსახიობმა კეტრინ ბელიმ თავიდან მოღვაწეობა დაიწყო როგორც საწოლის სცენების დუბლიორმა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი ამ სფეროში იყო ფილმში „სიკვდილი მას უხდება“, სადაც გოგონამ გაიხადა მშვენიერი იზაბელა როსელინის ნაცვლად.

image

ჯინა დევისი და ჯული სტრეინი

უკვე ლეგენდარულ ფილმშიც „ტელმა და ლუიზა“ ცხელი სცენა არ გამოვიდა დუბლიორის ნამუშევრის გარეშე. აქ დუბლიორი თითქმის უფრო მეტად პოპულარულია, ვიდრე როლის შემსრულებელი. ფილმში ჯინა დევისის სხეული ანსახიერებდა მოდელს ჯული სტრეინს, რომელიც ჩვენ ვიცით საშინელებათა ფილმებიდან.

image

პენელოპა კრუსი და მონიკა კრუსი

„კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეოთხედი ნაწილის გადაღება წინასწარ გახდა საჭირო, როდესაც ჰოლივუდის ცნობილი ლათინოამერიკელი მსახიობი პენელოპა კრუსი ფეხმძიმედ იყო. საბედნიეროდ მას ყავს საოცრად მისი მსგავსი უმცროსი და, რომელმაც თავის თავზე აიღო ყველა საერთო გეგმა და გაშიშვლებები.

image

ჰელენა ბონემი კარტერი და ლორა გრეიდი

„მებრძოლთა კლუბი“ გამოსვლისთანავე გახდა საკულტო, ფანატები დარჩებოდნენ იმედგაცრუებული, გაიგებდნენ რა, რომ ეროტიულ სცენებში ჰელენა ბონემ კარტერი არ იყო კადრში. მის ნაცვლად სიმშვენიერეებს დემონსტრირებას უკეთებდა ლორა გრეიდი, რომელმაც ძალიან კარგი კარიერა გაიკეთა, როგორც დუბლიორმა.

image

ემილია კლარკი და როუზი მაკი

ემილია კლარკმა გაბედა მხოლოდ სერიალის „სამეფო კარის თამაში“-ს ბოლო სეზონში. საგას პირველ ნახევარში ყველა საწოლის სცენები მის ნაცვლად შეასრულა ესპანელმა როუზი მაკმა. ეხლა მისთვის სამუშაო არ დარჩა, რამდენადაც კლარკმა გადაწყვიტა, რომ მას ზედმეტად ლამაზი სხეული აქვს, რათა დამალოს ის თაყვანისმცემლებისაგან და ჯონ სნოუსგან.

image

ჯულია რობერტსი და შელი მიშელი

ჯერ კიდე ახალგაზრდა რობერტსი ცნობილი გახდა ფილმში „მშვენიერი ქალი“ როლის შემდეგ. მართალია, როცა ამაზე საუბრობენ, ერთი ნიუანსი გამორჩებათ, მსახიობმა გადაჭრით თქვა უარი გაშიშვლებაზე ზურგის მხრიდანაც კი, ამიტომ საჭირო გახდა მისი დუბლიორის მოძებნა. მოცეკვავე შელი მიშელმა წარმატებით შეასრულა სამუშაოს ეს ნაწილი.

image

ამელ ბერაბა და შერილ ფერნანდეს-ვერსინი

2014 წლის ფილმმა „პლასტიკური“ ასევე გაახარა მაყურებელი ღია სცენებით. მაგრამ მხოლოდ ამელ ბარაბამ, რომელიც თამაშობს ერთ-ერთ როლს, გადაწყვიტა, რომ ის არცთუ ისე კარგია ფიზიკურად, რათა გაშიშვლდეს. ზედმიწევნით იდეალურ სხეულს ფლობდა მოდელი შერილ ფერნანდეს-ვერსინი. სწორედ მისი ტალანტის დამსახურებაა ამ ფილმში მაყურებლისთვის სასიამოვნო და განსაკუთრებული ეპიზოდები.

1
3354
3-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
3354
  
ტყუილია ემილიას არასდროს ყოლია დუბლიორი საწოლის სცენაში . ფარდა მესამე სეზონისა მას დუბლიორი არასდროს ყოლია. მესამე სეზონშიც მძიმე პირობებში მუშაობის უფლება არ ქონდა ავადმყოფობის გამო. ამიტომაც დასჭირდა დუბლიორი.
0 1 1