x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სოფელ მირზაანში ფიროსმანობას აღნიშნავენ
image

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში ფიროსმანობას ზეიმობენ. ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ეზოში ტრადიციული ქართული სამზარეულო და ხალხური რეწვის ნიმუშები იყო წარმოდგენილი. ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა.

გასულ წლებში ფიროსმანობის ტრადიცია დაირღვა. მუზეუმის ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ღონისძიებამ ფორმატი შეიცვალა და დღეობა თანამედროვე სტილში აღინიშნებოდა.

სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით თანამდებობიდან გათავისუფლებული მუზეუმის მმართველი ანზორ მაძღარაშვილი რამდენიმე თვის წინ თანამდებობაზე აღადგინეს. მაძღარაშვილის ერთერთი მთავარი მიზანი დღესასწაულის აღდგენა იყო.

ფოტორეპორტაჟი: მაკა სულაშვილი


imageimage
image
image

0
116
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0