x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ძაღლი ლაიკა-ბილეთი ერთი მიმართულებით ანუ 60 წელი კოსმოსში მოგზაურობიდან
image

60 წლის წინ, 1957 წლის 3 ნოემბერს დედამიწიდან კოსმოსურ ორბიტაზე პირველად გავიდა ცოცხალი არსება, ძაღლი -კოსმონავტი ლაიკა, კიდევ რა ცხოველებმა იმოგზაურეს ლაიკამდე და ლაიკის შემდეგ ქვემოთ მოცემულ სტატიაში შეიტყობთ.


ექსპერიმენტები კერ კიდევ 1947 წელს დაიწყო აშშ-ში ტროფეით მოპოვებული გერმანული რაკეტიდან "ფაუ"-2, ამერიკელები 100 მეტრის სიმაღლეზე დროზოფილებს და მცენარეთა თესლებს უშვებდნენ, ამერიკელები იკვლევდნენ ცოცხალ ორგანიზმებზე კოსმოსური რადიაციის ზეგავლენას.


1948-1949 წლებში "ფაუ-2"-ის დახმარებით კოსმოსში 4 პრიმატი გაუშვეს.


აქედან ერთი 60 კილომეტრის სიმაღლეზე გაიგუდა, მეორე რაკეტა 4 კილომეტრის სიმაღლეზე აფეთქდა, ორი 130 კილომეტრ სიმაღლეს ასცდა, თუმცა პარაშუტი არ გაეხსნათ და დაიღუპნენ.


1951-1952 წლებში ექსპერიმენტბი გაგრძელდა, აქედან სამი კოსმოსური მისიიდან ორი წარმატებული გამოდგა.მაიმუნები ცოცხალი დაბრუნდნენ.


რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, მკვლევარებმა სხვა გზა აირჩიეს, მაიმუნის ნაცვლად ძაღლი, -გამოიკვეთა დედალი ძაღლის უპირატესობა, მოშარდვის დროს ფეხს ზემოთ არ იშვერდა, ამასთანავე ძაღლის გაწრთვნა ბევრად უფრო ადვილი იყო.


1951 წლის 22 ივლისს კაპუსტინოს პოლიგონიდან სტარტი აიღო გეოფიზიკურმა რაკეტა В-1В-მა ორი ძაღლით-დეზიკა და ციგანი, რომლებმაც ატმოსფეროს ზედა შრემდე მიაღწიეს.


კონტენიერი ცხოველებით მშვიდობიანად დაეშვა დედამიწაზე, ამრიგად სსრკ-მ ორი თვით დაასწრო აშშ-ს, მაიმუნების პირველი წარმატებული მოგზაურობა კოსმოსში 1951 წლის 20 სექტემბერს შედგა.


ამის შემდეგ სსრკ-მ კიდევ ათეულობით მისია განახორციელა კოსმოსში, ძაღლებს წყვილად აგზავნიდნენ, რადგან როდესაც ერთმენეთს უცქეროდნენ, უფრო მშვიდად და კომფორტულად გრძნობდნენ თავს, აქედან თითქმის ნახევარი დაიღუპა, ტექნიკური გაუმართაობის ან ავარიების გამო.


შემდეგ დადგა ლაიკას ჯერი, რომელიც პირველი ცოცხალი არსება გახდა დედამიწაზე, რომელიც დედამიწის ორბიტას გასცდა და შემოუფრინა ჩვენს პლანეტას.


აღსანიშნავია, რომ პრედენდენტი იყო კიდევ ორი ძაღლი იყი, -ალბინა და მუხა, ალბინამ ორჯერ უკვე იმოგზაურა კოსმოსში, ამიტომ შეიცოდეს, ხოლო მუხა იმიტომ დაიწუნეს, რომ პატარა მრუდი თათები ჰქონდა და ცუდად ჩანდა ფოტოებზე.


თანამგზავრის კაბინაში იყო აპარატი კვებისთვის და მოწყობილობა ჟაგბადის რეგნერაციისთვის, რომელიც 7 დღე-ღამეზე იყო გათვალიწინებული, ლაიკის უკან დედამიწაზე დაბრუნება არ იყო გათვალისწინებული.


"ჩემთვის მთავარი მიზანი იყო მომავლში ადამიანის გაფრენა კოსმოსში, ამიტომ უნდა გვევარჯიშა და რაღაც უნდა შეგვეწირა-იხსენებს აკადემიკოსი ადილია კოტოვსკაია


-გაფრენის წინ ლაიკა არც ატირებულა, ყველამ ვიცოდით, რომ ის დაიღუპებოდა და პატიებას ვთხოვდით, მაშინ ტექნიკა კოსმოსიდან დაბრუნების საშუალებას არ გვაძლევდა.

გაფრენის წინ ლაიკას ოპერაცია გაუკეთეს, ნეკნებზე სპეციალური სენსორები დაუყენეს სხვადასხვა მონაცემების დასადგენად(პულსი და ა.შ)

image

თანამგზავრი "სპუტნიკი-2"-ის გაშვება 1957 წლის 3 ნოემბერს მოხდა.


ფრენის პირველი წუთები წარმატებული იყო, სუნთქვის სიხშირემ და პულსი ნელნელა უწონო მგომარეობაში ადაპტაციას განიცდიდა, ეს იყო ექსპერიმენტის მთავარი მიზანი, მაგრამ სიხარული ნაადრევი გამოდგა, ტექნიკური გაუმართაობის გამო კაბინაში ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია, ძაღლს, რომელსაც ერთი კვირა უნდა გაეტარებინა კოსმოსში, გადახურების გამო რამდენიმე საათში დაიღუპა, თუმცა ამ დროში 4-ჯერ შემოუარა დედამიწას.

ძაღლის დაღუპვაზე ინფორმაცია დამალეს, ვითომ ერთი კვირა იცოცხლა და შემდეგ ჰუმანურად "დააძინეს".


დასავლურ პრესაში ლაიკას უწოდეს "ყველაზე აბურძგნული, ყველაზე მარტოსული და ყველაზე საცოდავი ძაღლი მსოფლიოში".

მიუხედავად ამისა ლაიკას გაფრენას კოსმოსში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, მისი ხანმოკლე 7 საათიანმა ფრენამ მეცნიერებს ფასდაუდებელი ინფორმაცია მისცა ცოცხალ ორგანიზმის და უწონობის(უჰაერო სივრცის) ურთიერთგავლენაზე.

image

დაღუპვის მიუხედავად ლაიკამ დაამტკიცა, რომ კოსმოსში შესაძლებელია იცოცხლო.


"სპუტნიკი"-2-მა ლაიკის დაღუპვის შემდეგ 2370 წრე დაარტყა დედამიწას, შემდეგ კი, 1958 წლის 14 აპრილს ატმოსფეროში დაიწვა.


კოსმოსში ცხოველების გაგზავნა შემდგომაც გაგრძელდა, არა მარტო ძაღლები და მაიმუნები, მაგალითად 1963 წელს ფრანგებმა კატა გაუშვეს კოსმოსში, იგივე საბჭოთა კავშირმა, ორი კუ, დროზოფილები და ხოჭოები(ფქვილის ღრაჭუკები)

imageფოტოზე:კატა ფალისეტი, რომელმაც 1963 წელს იმოგზაურა კოსმოსში


1990-იან წლებში ჩინელებმა ვირთხები და ზღვის გოჭები.


2007 წელს კოსმოსში გამოიჩეკნენ პირველი ტარაკნები, რომლებიც თანამგზავრ

«Фотон М-3»-ზე ჩაისახნენ.

0
227
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0