საზოგადოებრივი კლეოპატრა სიცოცხლეში და კინოში: როგორ გამოიყურებოდა სინამდვილეში ეგვიპტის დედოფალი 2017, 2 ნოემბერი, 10:05
ვივიენ ლი, ელიზაბეტ ტეილორი და მონიკა ბელუჩი კლეოპატრას როლში კინომატოგრაფიაში კლეოპატრას როლს ყოველთვილ ლამაზ და ეფექტური გარეგნობის მსახიობები თამაშობენ. კლეოპატრას როლი სხვადასხვა დროს, ვივიენ ლიმ, სოფი ლორენმა, ელიზაბეტ ტეილორმა და მონიკა ბელუჩმა შეასრულეს – ყველაზე ლამაზმა მსახიობებმა მსოფლიოში. მაგრამ, ის რომ კლეოპატრა ლამაზი იყო, მხოლოდ მითია. მეცნიერებმ, წლების მანძილზე დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე, ეგვიპტის დედოფლის სახის რეკონსტრუქცია მოახდინეს და შედეგი ნამდვილად რომ მოულოდნელი და განსაცვიფრებელი აღმოჩნდა. კემბრიჯის უნუვერსიტეტის ეგვიპტოლოგი სალი ენ ეშტონი 1 წლის მანძილზე მუშაობდა კლეოპატრას სახის რეკონსტრუქციაზე და მან არა მარტო ძველი მასალები, უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიებიც გამოიყენა, მათ შორის სამგანზომილებიანი მოდელირება და საბოლოო ჯამში მიიღო გამოსახულება, რომელიც ძალიან განსხვავდება კლეოპატრას გარეგნობასთან დაკავშირებულ, სტერეოტიპული წარმოდგენებისგან. კლეოპატრას რეკონსტრუირებული სახე მასობრივ ცნობიერებაში კლეოპატრას სილამაზის მითი დასავლეთის კინემატოგრაფების მიერ არის დანერგილი: ის ევროპეიდული რასის, ჰოლივუდელი ლამაზმანია. მაგრამ, მეცნიერების მიერ შექმნილ მოდელში, სახის როგორც ევროპული, ისე ეგვიპტური ნაკვთები გამოიკვეთა.ძირითადი მასალები, რომლებიც მოდელირებისას გამოიყენეს, მონეტები იყო, კლეოპატრას პროფილით, დენდერის ტაძრის ბარელიეფის რეპროდუქციები, და მისი ნათესავების ქანდაკებების ანალიზი.ძველი მონეტები და ქანდაკებები «ის, სავარაუდოდ, ბოლომდე ევროპელი არ იყო, – განმარტავს სალი ენ ეშტონი. – ეს გასაკვირი არც არის, რადგან კლეოპატრას გამეფებამდე, მისი წინაპრები უკვე 300 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ ეგვიპტეში». შემონახული გამოსახულებების მიხედვით, კლეოპატრას საკმაოდ დიდი ზომის ცხვირი, წვრილი ტუჩები და წვეტიანი ნიკაპი ჰქონდა. ბრიტანეთის ისტორიის მუზეუმის მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დედოფლის სხეული საკმაოდ კუნთოვანი და სრული იყო და 152 სმ სიმაღლის პირობებში, საკმაოდ არაპროპორციულად გამოიყურებოდა. მეცნიერეების აზრით, ასეთი გარეგნობა მისი გენეტიკით იყო განპირობებული: პტოლემეების მაკედონური დინასტიის წარმომადგენლების უმრავლესობას, სწორედ მსგავსი გარეგნობა ჰქონდათ. სავარაუდოდ, კლეოპატრა სწორედ ასე გამოიყურებოდაკლეოპატრამ, არც თუ ისე ლამაზი გარეგნობის მიუხედავად, შეძლო და იულიუს კეისრის და მარკოს ანტონიუსის გული მოინადირა. ამბობდნენ, რომ ის წარმოუდგენლად სექსუალური და ჭკვიანი ქალი იყო და კაცის მოხიბვლის ხელოვნებასაც სრულყოფილად ფლობდა. გარდა ამისა, დედოფალი კარგად იყო განათლებული, იცოდა რამდენიმე უცხო ენა, შეეძლო საუბარი ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე და ომის წარმოების სტრატეგიაზეც კი. გარდა ამისა, პოლიტიკაშიც კარგად ერკვეოდა.P. S. რაც შეეხება მითს, მისი სილამაზის შესახებ, არსებობს მოსაზრება, რომ ის ოქტავიანე ავგუსტუსის წყალობით გაჩნდა, რომელსაც არ უნდოდა, კლეოპატრას ინტელექტუალური შესაცლებლობის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულიყო და ჭორი გაავრცელა, თითქოს კეისარზე და ანტონიუსზე ის გავლენას საკუთარი სილამაზით და ქალური მომხიბლაობით ახდენდა. © Lemurov.net Источник: https://lemurov.net/art/zhizn-s-zhenoj-glazam-hudozhnika-yumorista/?utm_source=fb-lemurov-5&utm_medium=fb-lemurov-zhizn-s-zhenoj-glazam-hudozhnika-yumorista&utm_campaign=fb-lemurov-zhizn-s-zhenoj-glazam-hudozhnika-yumoristaთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: მეცნიერებმა დედოფალი კლეოპატრას გარდაცვალების საიდუმლო ამოხსნეს ყველაზე გავლენიანი მმართველი ქალები საინტერესო ფაქტები პარფიუმერიის ისტორიიდან (კლეოპატრას ფაბრიკა) ყველაზე უნიკალური ნიძლავები, მსოფლიო ისტორიის მანძილზე 2710 12-ს მოსწონს
|