საზოგადოება გურამ კაშია და LGBT სამკლაური 2017, 1 ნოემბერი, 16:56 საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და არნემის ვიტესის კაპიტანმა გურამ კაშიამ ერთ-ერთი მატჩი LGBT დროშის სამკლაურით ჩაატარა. ამ საქციელმა ქართული
საზოგადოების ნაწილის აგრესია გამოიწვია. ასევე ბევრი მხარდამჭერიც
გამოუჩნდა.
სოციალურ ქსელებში მხარდაჭერა გამოხატეს ქართველმა ფეხბურთელებმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, სპორტული ჟურნალისტების ნაწილმა, საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა და უბრალოდ მოქალაქეებმა.
გურამ კაშიამ განაცხადა რომ ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგია. შეგახსენებთ, ფეხბურთში კაპიტნის სამკლაურსაც და ჩაცმულობასაც არჩევს ადმინისტრაცია. "ქართულმა მარშმა" კაშიას ქმედება პროპაგანდად ჩათვალა და 31 ოქტომბერს ხმაურიანი აქცია ჩაატარა ფეხბურთის ფედერაციის წინ. ქვების სროლის გამო რამდენიმე მომიტინგე დააკავეს. აქციის მონაწილეები გამოირჩეოდნენ უხეში, აგრესიული ლექსიკით. ისინი მოითხოვენ რომ გურამ კაშია მოიკვეთოს საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან. 71 1-ს მოსწონს
|