საზოგადოება "პრაიმ ჰაუსის" მონაწილე კოსტა სანიკიძე დაჭრეს 2023, 19 ნოემბერი, 18:22 რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ საკუთარ სახლში ცნობილი მსახიობი, მომღერალი, პოეტი და გადაცემა "პრაიმ ჰაუსის" მონაწილე კოსტა სანიკიძე საკუთარ სახლში დაჭრეს.
მსახიობს მუცლის არეში 4 ჭრილობა მიაყენეს და მძიმე ოპერაცია გაუკეთდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეჭვმიტანილი, 26 წლის ბიჭი დაჭერილია. ამ წუთის მდგომარეობით კოსტა გონს მოვიდა, მისი ახლობლები ამაზე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერენ. შეგახსენებთ, რომ კოსტა სანიკიძემ პოლიციას მიმართა რამდენიმე დღის წინ, რადგან მას ემუქრებოდნენ. მის ტიკტოკში კი კოსტას საქციელს ასეთი გამოხმაურება მოჰყვა: მსახიობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. იმედი გვაქვს, რომ დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება კოსტას კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. 72 შეფასება არ არის
|