საზოგადოება როგორ აწევინებენ მცირეწლოვან შვილებს მშობლები სიგარეტს 2018, 5 იანვარი, 14:55 ორი დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ეწევა
მცირეწლოვანი ბავშვი სიგარეტს ოჯახის წევრებთან ერთად სუფრაზე და როგორ
ხალისობენ სუფრასთან მსხდომნი ბავშვის ქმედებებზე.
ამ ვიდეომ დიდი ხმაური გამოიწვია და ოჯახურ საქმეში სოციალური სამსახური,
სახელმწიფო ჩაერთო. მალევე გავრცელდა დედის ვიდეო, სადაც ის ითხოვს რომ შვილი არ წაიყვანონ. იგი ამბობს რომ მომხდარი ფაქტი პირველია და ამის შესახებ მან არ იცოდა. ყველას კატეგორიულად უკრძალავს მათ ოჯახში მისვლას. თუმცა მშობლების სოციალური ქსელები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. გიზიარებთ ამ აღსაშფოთებელ კადრებს და ვგმობთ მსგავს დამოკიდებულებას ბავშვების მიმართ. ასევე აღსაშფოთებელია საზადოების ნაწილის მიერ ამ ფაქტის გამართლება იმით, რომ ეს ოჯახის საქმეა. სოციალურ ქსელებში ასევე წერენ, რომ ბავშვი დროებით უნდა ჩამოერთვათ მშობლებს ან მათზე მეთვალყურეობა დაწესდეს. თავდაპირველად გავრცელებული ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ სტატიის ბოლოში. 82 1-ს მოსწონს
|