x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138413
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ამოირჩიეთ თვალი და ნახეთ რას განსაზღვრავს ის
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.


image


ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს, ფიზიოლოგს, ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.


ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ თქვენგან. დღევანდელ სტატიაში კი გთავაზობთ ერთ–ერთ ფსიქოტესტს, რომელიც განსაზღვრავს თქვენს პიროვნულ თვისებებს, უბრალოდ დააკვირდით ფოტოს და ამოირჩიეთ თვალი, შემდეგ კი წაიკითხეთ შესაბამისი ახსნა.



image




1. მზად ხართ ყველა დაბრკოლებისთვის, რასაც ცხოვრება გიმზადებთ, შესაბამისად კი იძენთ გამოცდილებას და ცოდნას. არ გეშინიათ რისკების, რადგან ყველაფერი მაქსიმალურად გსურთ და სიყვარული შიშზე ძლიერი გაქვთ. ადამიანებთან ურთიერთობაში ჩაკეტილი ხართ, არ შგიძლიათ მათთან დარდების გაზიარება, თუმცა ნებისმიერს ეხმარებით რთული სიტუაციიდან გამოსვლაში.



2. მოგწონთ მიზეზ–შედეგობრივი პროცესი ყველა ადამიანთან, რომლებსაც საბოლოოდ ყველაფერს ათქმევინებთ, ან ზოგადად იყენებთ მიზნის მისაღწევად. ხშირად რჩებით მარტო სიმშვიდის მიზნით და ფიქრებში ინტერესების ჩარჩოებსაც სცდებით. სპონტანური ადამიანი ხართ. თქვენი ტვინი ყოველთვის მზადაა რაღაც სიახლის შემეცნებისთვის, ცხოვრებისეული ცვლილებებისთვის, თუმცა გარშემომყოფებს უჭირთ აყვნენ რიტმში თქვენს მსგავს გარდაქმნებს.



3. გულწრფელად რომ ვთქვათ, თქვენ ძალიან რთული ადამიანი ხართ. ხალხს უჭირს თქვენი გაგება, ამიტომ მხოლოდ ერთეულები არიან თქვენს ირგვლივ უყვარდეთ ისეთი, როგორიც ხართ. ხართ ექსცენტრიული და ცოტა გიჟიც (კარგი გაგებით), რაც განწყობის ხშირი ცვლილებით გამოიხატება.



4. სიღრმისეული ადამიანი ხართ, გიყვართ კითხვა და მოგზაურობა. სრულიად განსხვავებული შეხედულებების გამო საპირისპირო სქესის პარტნიორთან ურთიერთობის სტაბილურობა გიჭირთ და მხოლოდ მოულოდნელ სიურპრიზებს, ინტრიგებს და მოულოდნელ თავგადასავლებს შეუძლია მათ მიმართ ინტერესი გაგიჩინოთ.



5. ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხართ, შეუძლიათ ისეთმა წვრილმანმა დეტალებმა და ჟესტებმა შეგძრათ, რომლებსაც გარშემომყოფები ყურადღებას არც კი აქცევენ. ხშირად ტირიხართ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს სისუსტეს და დისბალანსს, უბრალოდ ცდილობთ სწრაფად მოიშოროთ უარყოფითი და გააგრძელოთ მშვიდი ცხოვრება.



6. თქვენი ცხოვრება დატვირთულია გამოცდილებებით. უარყოფითი მოვლენა, რომელიც დიდი ხნის წინ მოხდა, დღემდე არ განებებთ თავს. მასზე გამუდმებული ფიქრები და ნაწიბურებით ტკბობა და დარდი, რომლებიც წარსულმა დაგიტოვათ, არ გაძლევთ საშუალებას პოზიტიურად განეწყოთ. თუ გადაწყვეტთ რომ თავი დააღწიოთ წარსულს, ძალიან ძლიერი ადამიანი გახდებით.



7. ნებისმიერ ასაკში ქმნით მოწიფული, ჩამოყალიბებული ადამიანის შთაბეჭდილებას. ყოველთვის ისწრაფით ვიღაცას დაეხმაროთ და სანაცვლოდ არაფერს ითხოვთ. ვერ იტანთ უსამართლობასა და შეურაცხყოფას, როდესაც მის წინაშე აღმოჩნდებით, საპასუხო რეაქცია გაქვთ წამსვე, შეგიძლიათ მანიფესტაციის გზასაც კი დაადგეთ.



8. ძალიან ენერგიული, შრომისმოყვარე და აქტიური ხართ. ცხოვრებაში, აღმაშფოთებელი რიტმით გადაადგილდებით. ურთიერთობებში ხართ ინიციატორი, ხშირად კი ცხოვრების მსგავსი წესი იწვევს სტრესს, ამ დროს სიმშვიდეს კი მხოლოდ ჰობში პოულობთ.



9. ადამიანები ხედავენ თქვენში პირდაპირ პიროვნებას, რადგან თქვენი ფიქრები და ემოციები მუდამ სახეზე გაწერიათ. თუმცა ასევე ადვილად შეგიძლიათ სხვების ანალიზი. ძალიან მარტივად ახერხებთ კომუნიკაციას და ნდობის მოპოვებას, ამიტომ ხშირად მოდიან მეგობრები რჩევისთვის და გულის გადასაშლელად.




იხილეთ აგრეთვე:


ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ თუ როგორ აღგიქვამენ გარშემომყოფნიimage



ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც გეტყვით თქვენი ცხოვრების ცვლილებებსimage




აირჩიეთ ხე და გაიგეთ ხართ თუ არა მოღალატეimage




ამოირჩიეთ ვაშლი და აღმოაჩინეთ თქვენი თვისებებიimage




2
2333
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2333
  
2017, 31 ოქტომბერი, 10:49
მე მე–9 ავირჩიე :)
2017, 31 ოქტომბერი, 10:30
მე-5 ავირჩიე ეგრევე და მეც გამიკვირდა ისე ზუსტად დაემთხვა...
0 1 2