მოვლენები 14 წლის რუსი მოდელი ჩინეთში არასტანდარტული გრაფიკის გამო გარდაიცვალა 2017, 30 ოქტომბერი, 17:16
სკანდალი სამოდელო სფეროში -14 წლის რუსი მოდელი ვლადა ძიუბა შანხაიში 13 საათიანი ჩვენების დროს გადაღლილობისგან გამწვავებული მენინგიტით გარდაიცვალა.
ბოლო დროს გოგონა ავად იყო, დედა ურჩევდა ექიმთან მისულიყო გამოკვლევებზე, მაგრამ გოგონა ეუბნებოდა, რომ 13 საათს მუშაობდა და ვერ ახერხებდა ექიმთან მისვლას. ასევე გაირკვა ის ფაქტიც რომ 14 წლის მოზარდს არ ქონია ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც კიდევ ბევრ კითხვას ბადებს ჩინეთის სამოდელო სააგენტოს ირგვლივ.
გამოძიება დაწყებულია. შანხაის სააგენტო უარყოფს იმ ფაქტს, რომ გოგონა გადაღლილი იყო მუშაობისგან. იგი დღეში 6.3 გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებდა. 494 8-ს მოსწონს
|