მოვლენები ვიქტორიანული ეპოქა - ვიქტორია ბექჰემი თავისივე ბრენდის სამოსში 2017, 4 ნოემბერი, 15:03 ცნობილი დიზაინერი და მომღერალი ვიქტორია ბექჰემი სტუმრის სტატუსით წარსდგა დაჯილდოვების ცერემონიალზე "წლის ქალბატონი", რომელიც გაიმართა ლონდონში 2017 წლის 1 ნოემბერს. ამ ღირსშესანიშნავი დღისთვის დიზაინერმა შეარჩია აბრეშუმის თეთრი პერანგი მაღალი საყელოთი, რომელიც ვიქტორიანული სტილის ელემენტად მიიჩნევა. დახვეწილ პერანგს ვიქტორიამ ბაცი ყვითელი შარვალი და ბრწყინავი ფეხსაცმელი შეურჩია. ვიქტორია ბექჰემმა საღამოს ეს ჩაცმულობა თავისივე ბრენდის კოლექციიდან წარმოადგინა. ცერემონიალზე ვიქტორია შეხვდა ისეთ ვარსკვლავებს, როგორიცაა Carey Mulligan და Kate Winslet. სამახსოვრო ფოტოდან ნათლად ჩანს თუ როგორ მიმზიდველად გამოიყურებოდნენ ქალბატონები. 20 4-ს მოსწონს
|