მოვლენები რას ნიშნავს DOLCE VITA და რა აკავშირებს BVLGARI-თან? 2017, 18 დეკემბერი, 15:59
ისწავლე დააფასო ყოველი წუთი და შენით შექმენი ბედნიერება - სწორედ ეს არის Art de Vivre, ცხოვრების ხელოვნება. ერთხელაც, როცა გახდებით ამ ნიჭის მფლობელები, თქვენ წინ გადაიშლება ახალი, სილამაზითა და სიამოვნებით სავსე სამყარო. - ასე იწყება ლეგენდარული და სასურველი Dolce Vita (ტკბილი ცხოვრება). ამას გარემოება არ განსაზღვრავს, ეს გადაწყვეტილებაა საკუთარი თავის სასარგებლოდ.
დესერტი საუზმეზე, საქმიანი შეხვედრა რესტორანში ბრწყინვალე ხედით, ტრანსატლანტიკური ფრენა სასიამოვნო წვეულებისთვის, ბრილიანტის მასიური საყურეები ყოველგვარი მიზეზის გარეშე - არ უთხრათ უარი საკუთარ თავს იმაზე, რაც განიჭებთ სიამოვნებას.
სწორედ მსგავსი მიდგომა აქვს ცხოვრებისადმი BVLGARI-ს უნიკალურ და მდიდარი ისტორიის მქონე იტალიურ საიუველირო სახლს. მსოფლიო აღიარება მოიპოვა BVLGARI-მ ზუსტად მაშინ, როცა იტალიელი კინემატოგრაფი ასრულებდა ჰიმნს ტკბილ ცხოვრებაზე. ძვირფასეულობა ბრწყინავდა და ელვარებდა კინოკადრში. პუბლიკის აღფრთოვანება ყველა საზღვარს გასცდა. ამ ფაქტის შემდეგ BVLGARI-ს სახასიათო სტილის ძვირფასეულობას ეწოდა dolce vita. ეს უბრალო დამთხვევა არ არის, ეს იუველირის დამსახურებაა, რომელმაც შეძლო თავისი ქმნილების საპატიოდ წარმოჩენა. ყოველი შეხვედრა საყვარელ ძვირფასეულობასთან - პაემანია. წასასვლელად მზადებისას პირველ რიგში გიჩნდება სურვილი გახსნა ზარდახშა გაცილებით ადრე, სანამ მოიფიქრებ თუ რის ჩაცმას აპირებ. განიცადო ბედნიერება შეხებისას, რასაც მოყვება მთელი ტალღა ჭიანჭველების, ისინი წამიერად მთელ სხეულში დაირბენენ და თავს ყველაზე სასურველ ქალად გაგრძნობინებენ. BVLGARI-ს სამკაული ეს ღვთაებრივი შეხსენებაა იმისა, რომ ცხოვრება მშვენიერია, შენ მშვენიერი ხარ და სწორედ ის დროა, რომ იყო ბედნიერი ახლა და აქ ყოველგვარი მიზეზის გარეშე. 70 3-ს მოსწონს
|