x
image
თეო_თეო
ძილი და სიზმარი

image
ძილი ადამიანში ისევე როგორც ყოველ ცოცხალ არსებაში, გამოწვეულია დაღლილობით, დაქანცულობით, რაც ქმნის დასვენებისა და სიმშვიდის მოთხოვნილებას. ნერვული დაქანცულობა იწვევს სისხლის მიმოქცევის შენელებას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ყველა სასიცოცხლო ფუნქციის მოდუნებას. ამის კვალად ყურადღება და ნებისყოფა იფანტება და დგება დავიწყება-ძილი.
ადამიანი როცა იძინებს, წყვეტს კავშირს გარესამყაროსთან. ნაწილობრივ კარგავს საკუთარ ყოფიერების შეცნობის უნარს, გარშემომყოფი საგნები და მოვლენები მასზე აღარ ახდენენ ძეგავლენას. მხოლოდ ტვინი განაგრძობს მუშაობას, რომელიც სიზმრებს და ზმანებებს წარმოშობს.
სიზმარი არის შედეგი მახსოვრობის მოქმედებისა და წარმოსახვისა, რომელიც თავისუფალია სხვა შესაძლებლობებისა და გრძნობის მონაწილეობისაგან, ამიტომ აზრის მიხედვით სიზმრები სხვადასხვანაირია და ზალიან ცოტა აქვთ საერთო მასთან რაც, შესაძლებელია, სინამდვილეში მოხდეს.
სიზმარი თავისებურად, თითქმის ყოველთვის, ადამიანის საზოგადოებრივი, ფიზიკური მდგომარეობის გონებრივი განვითარების, ტემპერამენტისა და ასაკის ტოლფარდია.
უაზრობაა, ყოველნაირი სიზმრის ახდენის ან მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებისა გჯეროდეს, თუ არ გაითვალისწინე ის გარემოება და მიზეზები, რომელმაც ეს ზმანება წარმოშვა. მაგრამ, არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ ზოგი სიზმარი მეტად წინასწარმეტყველურია. ყველა ქვეყნისა და დროის ისტორიაში არსებობს მრავალი ფაქტი იმისა, რომ სიზმრები წინასწარმაუწყებელნი ყოფილან მნიშვნელოვანი მოვლენებისა, რაც გაიძულებს, დაფიქრდე ამ საკიტხზე. სიზმრები მოიცავს თავის თავში ბევრ საერთოს ზმანებებთან. დამტკიცებულია, რომ სიზმრები ნაყოფია სხვადასხვაგვარი შეგრძნებისა, რომლებიც მღვიძარებისას აღიბეჭდა ადამიანის გონებაში, რომ ასევე სიხმარი დამოკიდებულია შინაგან პირობებზე, გარემოებაზე ჰაერზე, კომფორტზე, აგრეთვე მძინარის ფიზიკურ და ძნეობრივ მდგომარეობაზე.
სიზმრებს უძველეს დროში დიდად აფასებდნენ, მიაწერდნენ ღვთიურ მნისვნელობას, მათში უხილავ სულთა და ანგელოზთა მონაწილეობას ჭვრეტდნენ. რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი არსებობს იმ პირთათვის, რომლებიც ცდილობენ სიზმრების საიდუმლოს ახსნას, ეს წესები შემდეგია:
1. ნანახი სიზმარი გაღვიძებისთანავე ზუსტად და მკაფიოდ უნდა უამბო არა მტერს, არამედ საუკეთესო და ჭკვიან მეგობარს.
2. კარგად რომ დაიმახსოვრო სიზმარი, ყოველ კვირა უნდა შეიცვალო სასთუმალი, ე.ი. ყოვლი შვიდი დღის მერე თავი უნდა დადო იქ, სადაც ფეხები გქონდა. დილით ნაზმანებ სიზმარს მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ახალ დაძინებულზე.
კვირის მნიშვნელოვან სიზმრად ითვლება შაბათ ღამის ზმანება.
სიზმრები, ჩვეულებრივ, ცხადდება მეორე დღიდან 9 თვის შუალედში.
დღის სიზმრებს, უმეტეს შემთხვევაში, არ შეიძლება რაიმე მნიშვნელობა მიენიჭოს და საერთოდ, დღის სიზმრები ძალიან იშვიათად სრულდება.
სიზმრები საღამოს 8-დან ღამის 12 საათამდე მეტისმეტად გაჭიანურებულ დროში ცხადდება. 12 საათიდან შუაღამის 3 საათამდე ნაზმანები 3 თვეში ახდება. 3 საათიდან განთიადამდე ნასიზმრი ძალიან სწრაფად ცხადდება. წინასწარმეტყველური სიზმრები ცოტას თუ ესიზმრება და იშვიათად, რის გამოც, არ გირჩევთ ყველანაირ სიზმარს ჩაეძიოთ.
სიზმრის უსაზღვრო დაჯერება ცრუმორწმუნეობის სახიფათო გზაზე გაგიყვანთ, მშფოთვარე ცხოვრების შიშს ჩაგინერგავთ.

0
177
3-ს მოსწონს
ავტორი:თეო_თეო
თეო_თეო
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0