x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
8 მიზეზი,თუ რატომ ,,არ " უნდა იმოგზაუროთ საქართველოში-ბელორუსი ბლოგერის ჩანაწერები
image

“Гамарджоба! გთხოვთ ამ პოსტს ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებად ნუ აღიქვამთ და იუმორით მიუდექით"- ასე იწყებს ამ სტატიას ბლოგერი და მოგზაური მილა დემენკოვა.

აი, ის მიზეზებიც, რომელთა გამოც ავტორი მკითხველს საქართველოში მოგზაურობისგან “თავის შეკავებას" ურჩევს:

1.გასუქდებით


ის, რომ საქართველოში ნახევარ თვეში 3კგ მოვიმატე, დამნაშავე არა საქართველო, არამედ ჩემი უნებისყოფობაა, მაგრამ მსგავსი ეფექტი, დამატებითი კილოგრამების სახით, მხოლოდ ჩემზე არ შეინიშნება.

საჭმელი საქართველოში ძალიან გემრიელია. წვნიანი, ნაზი და რაც მთავარია-ცხიმიანი. ხაჭაპური, ყველი, ხინკალი, ლავაში და ღვეზელები ყოველ ნაბიჯზე ყველაზე თავშეკავებულ ადამიანსაც კი აცდუნებენ.

2.სმას დაიწყებთ

საქართველოში ღვინის კულტია.ყოველ სოფელსა და ყოველ სახლში ჭაჭით და შინაურული ღვინით გაგიმასპინძლდებიან. როცა პირველად მოვხვდი საქართველოში უკვე დიდი ხანი იყო, რაც არანაირ ალკოჰოლურ სასმელს არ ვსვამდი, მაგრამ საქართველოში ყოფნის მესამე დღესვე დავლიე ჩემი პირველი ბოკალი ღვინო, როცა ალაზნის ველი ვინახულე. მას მოჰყვა მეორე, მესამე და მეოთხე. ჩვენ ღვინოს გვჩუქნიდნენ ბინებში, რომელსაც ვქირაობდით, გვიმასპინძლდებოდნენ ჭაჭით.

დროთა განმავლობაში გამოვიმუშავე ჩვევა, თან ვატარებდი პატარა ბოთლით ბროწეულის ან ვაშლის წვენს, რომ სუფრის ქვეშ ჭიქა უალკოჰოლო სასმლით შემევსო ხოლმე, ღვინოს კი ბუჩქებში ვაქცევდი. არაა ლამაზი საქციელი, მაგრამ რას ვიზამ?


3. მოგიწევთ ჭამოთ ხორცი

მაშინაც კი, თუ თავგამოდებული ვეგეტარიანელი ხართ, საქართველოში ამას ვერ გაექცევით. ან სახლში უნდა იჯდეთ და სტუმრად არ იაროთ, ან მზად უნდა იყოთ, რომ გაგიმასპინძლდებიან უგემრიელესი მწვადით, ხორციანი ხინკალით ან შემწვარი ქათმით. რა თქმა უნდა, საქართველოში ხილი და ბოსტნეულის კერძებიც შეგიძლიათ მიირთვათ, მაგრამ ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძები ხორცისგან მზადდება და იმისთვის, რომ ეს ქვეყანა შეიგრძნოთ, თქვენ ისინი უნდა გასინჯოთ.


4.დაიწყებთ საუბარს ქუჩაში, უცნობებთან

საქართველოში ყოფნისას ღიმილი თავისთავად ჩნდება სახეზე და არ ქრება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს გამოელაპარაკოთ, თქვენ სიამოვნებით გიპასუხებენ და დაგეხმარებიან.ეს ჩვევა იმდენად “გიჯდება", რომ სახლშიც აგრძელებ ღიმილს და საუბარს. არ ვიცი, როგორაა თქვენს ქალაქში, მაგრამ მინსკში ასეთი ქცევა საზოგადოების მხრიდან მხოლოდ გაუგებრობას იწვევს.


5.მოგინდებათ სმარტფონი გადააგდოთ

საქართველოში აფასებენ ცოცხალ ურთიერთობებს. ხალხს შეუძლია, უბრალოდ იდგნენ ან ისხდნენ და ისაუბრონ, ისე, რომ სმარტფონში არ ჰქონდეთ ცხვირი ჩაყოფილი და ხმამაღლა იცინონ.აქ მიღებულია სტუმრად სიარული, ტელეფონს კი ხშირად იყენებენ შეხვედრის დასათქმელად, და არა როგორც ამ შეხვედრის ჩამანაცლებელ საშუალებად.


6.არ მოგინდებათ სახლში წასვლა

მსგავსი ეფექტი რომ გამოსცადოთ ეწვიეთ საქართველოს ზაფხულში, როცა დროის უმეტესი ნაწილი ქუჩაში ან ღია ვერანდაზე შეგიძლიათ გაატაროთ, მიირთვათ ცივი ყავა ნაღებით, ნიგვზიანი ბადრიჯანი, მანდარინი და თხილი.


7.გაგიჩნდებათ საქართველოში დაბრუნების სურვილი

ბევრი ჩემი ნაცნობი იყო საქართველოში და ყველას უნდა იქ დაბრუნება! მე უკვე ორჯერ ვიყავი და კიდევ ვგეგმავ გამგზავრებას.


8.თქვენ ქართველი შეგიყვარდებათ და გული გაგიტყდებათ

ეს პუნქტი გოგონებისთვისაა. თუ ზედა პუნქტები იუმორით იყო დაწერილი, ამ ბოლოს სერიოზულად მოეკიდეთ.

არ შეიყვაროთ ქართველი კაცი! ისინი სიმპათიურები და სექსუალურები არიან, შეუძლიათ გითხრან კომპლიმენტები, გაჩუქონ ყვავილები და გულუხვობა გამოიჩინონ, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ლამაზი სიტყვები სიტყვებად რჩებიან.დააკვირდით მოქმედებას და არა სიტყვებს. ქართველ კაცებს ცოლ-ქმრულ ერთგულებაზეც თავისი წარმოდგენა აქვთ. სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობისას ასეთი დასკვნა გამოვიტანე: “შეგიძლიათ გქონდეთ საკურორტო რომანი ქართველ მამაკაცთან, ღრმა გრძნობების გარეშე, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა-არ ღირს."


0
336
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0