x
image
Culture Express
89 წლის ლანა ღოღობერიძე ახალი ფილმის გადასაღებად ემზადება, " ფილმი იმის შესახებ რომ ცხოვრებაში ყველაფერი საინტერესო წინ არის "
ლანა ღოღობერიძე ფილმების " როცა აყვავდა ნუში", "მე ვხედავ მზეს", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" რეჟისორი 89 წლის ლანა ღოღობერიძე ახალი ფილმის გადასაღებად ემზადება "მინდვრის ყვავილები", ასე ერქმევა მხატვრულ ფილმს, რომელსაც სხვადასხვა ასაკის სამი მთავარი გმირი ეყოლება. ფილმს ქვესათაურიც აქვს - ყველაფერი საინტერესო წინ არის რომელსაც თავად რეჟისორი ასე განმარტავს: " ეს ნიშნავს იმას, რომ ცხოვრების ნებისმიერ ასაკში ყველაფერი საინტერესო არის არა ის რაც წარსულში მოხდა, არამედ ის რაც წინ გველოდება.. ჩემს ასაკშიც კი შეიძლება იცხოვრო იმ განცდით, რომ საინტერესო იქნება ის რაც მოხდება ხვალ და არა ის რაც გუშინ იყო.."

image ფილმის პროექტმა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა. "მინდვრის ყვავილები" ჩანიშნულია 2018 წელს გადასაღებ ფილმთა სიაში.

ლანა ღოღობერიძე რეჟისორია ყველასთვის საყვარელი ფილმების " როცა აყვავდა ნუში", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "მე ვხედავ მზეს", " ერთი ცის ქვეშ" და ა.შ

ზურა ყიფშიძე ფილმიდან "როცა აყვავდა ნუში"


მის ფილმებს მიღებული აქვთ მსოფლიოს არაერთი მნიშვნელოვანი კინოფესტივალის პრიზი

კანის კინოფესტივალის მაყურებლის პრიზი ფილმისთვის "დღეს ღამე უთენებია"

ტოკიოს საავტორო ფილმების კინოფესტივალის გრან-პრი ფილმისთვის "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე"

ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტვალის პრიზი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრი, ფილმისთვის "ორომტრიალი"

ფილმიდან "მე ვხედავ მზეს" ბოლო წლებში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოეწყო მისი ფილმების რეტროსპექტივა, მაყურებელი განსაკუთრებულად ელოდება კინორეჟისორის ახალ მხატვრულ ფილმს, როგორც თავად აცხადებს ეს მის ფილმოგრაფიაში ყველაზე გულწრფელი ფილმი იქნება. მისი სხვა ფილმებიც საკმაო გულწრფელობით გამოირჩევა. ლანა ღოღობერიძემ მის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" გააცოცხლა ბიოგრაფიული სცენები თუ როგორ შეხვდა გადასახლებიდან დაბრუნებულ დედას და ა.შ

image

0
238
2-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0