ცნობილი ფაქტია, რომ დღეს მსოფლიოში ახალგაზდების გარკვეული ნაწილი მეიკაპითაა დაკავებული, იღებენ სურათებს ათასგვარი სამკაულებით, აქსესუარებით და ემსგავსებიან კინოს ან მულტიფიკაციური ფილმების გმირებს თუ პერსონაჟებს.
ერთერთი ასეთი გოგონა ვიტებსკიდანაა, ირინა საბეტსკაია პროფესიონალურ დონეზე უდგება მეიკაპს და მის გვერდზე "instagram"–ში მრავლადაა ისეთი სურათები, რომლებიც ძალიან წააგავს კინოს და მულტიფიკაციური ფილმების პერსონაჟებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს გოგონა რეალურად ძალიან ლამაზია, მისი თქმით მას ჯერ არ გამოუყენებია პლასტიკური ქირურგიის "დახმარება" და ბიუსტიდან მოყოლებული ყველაფერი ისეთი აქვს როგორითაც "დააჯილდოვა" ბუნებამ და მშობლების გენეტიკამ.
გოგონა ათასგვარ ექსპერიმენტს მიმართავს, იღებს ამ ექსპერიმენტის დროს სურათებს და დებს "instagram"–ის საკუთარ გვერდზე, ირინას ამ სურათებმა არნახული პოპულარობა მოუტანა, მის გვერდს უამრავი მნახველი და ხელმომწერი ჰყავს.
ამ გოგონას ფანტაზიის უნარი და სილამაზე ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას ჩემი აზრით, თუმცა მოგეხსენებათ, როგორც ცნობილმა მარკ ტვენმა აღნიშნა "გემოვნებაზე არ დაობენ".