საზოგადოება
საქართველოში ამინდი უარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი
2017, 28 ოქტომბერი, 14:44
საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ინფორმაციით, ხვალ, საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.
ქვეყნის უმეტეს რაიონში ამინდის გაუარესება 30 ოქტომბრისთვის არის ნავარაუდევი.
„29 ოქტომბერს 21-26 გრადუსია ნავარაუდევი, 30 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე დაიკლებს. ქვეყნის უმეტეს რაიონში გაწვიმდება, ზოგან ძლიერად, გაძლიერდება დასავლეთის ქარი. რაც შეეხება 31 ოქტომბრის პროგნოზს, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს“, - აცხადებენ სინოპტიკოსები.წყარო:newposts.ge