x
საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, მაღალ მთაში ითოვებს.

დღეს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი, დოდო გვაზავა აცხადებს, საქართველოში ტემპერატურის კლება განპირობებულია ჩრდილოეთ რაიონებიდან მოქმედი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით.

საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, მაღალ მთაში ითოვებს. image
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია 12-17 გრადუსი სითბო, მთიან რაიონებში 9-14, მაღალმთიან რაიონებში კი ჰაერის ტემპერატურა 2-7 გრადუსს, ზოგან 0 გრადუსს მიაღწევს.

ავტორი:წიფაnews

0
82
2-ს მოსწონს
ავტორი:Davit qurdadze
Davit qurdadze
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0