x
მეცნიერები შიშობენ, რომ პარკინსონით დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება

image
ექსპერტები შიშობენ, რომ პარკინსონით დაავადებულთა რაოდენობა შემდეგი 7 წლის განმავლობაში მეხუთედით გაიზრდება.

მხოლოდ ბრიტანეთში პარკინსონის დაავადებით 137 000 ადამიანი იტანჯება. მკვლევარები თვლიან, რომ 2050 წლისთვის დაავადებულთა რაოდენობა გაორმაგდება.

ორგანიზაციაში, სადაც პარკინსონის დაავადებასთან ბრძოლის მეთოდებს იკვლევენ აცხადებენ, რომ მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა ყველა კითხვაზე პასუხი არ აქვთ.
ოფიციალური სტატისტიკით, მსოფლიოს მასშტაბით პარკინსონის დაავადებით 6.9 მილიონი ადამიანია დაავადებული.
პარკინსონის დაავადება ნერვული სისტემის პროგრესირებადი და ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მოძრაობის დარღვევას იწვევს. დაავადება თანდათანობით ვითარდება და დროთა განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა უარესდება. საწყის ეტაპზე ვლინდება ტრემორი (ხელების კანკალი), მოძრაობისას დისკომფორტი. ამასთან, შესაძლოა გამოვლინდეს აზროვნებისა და ქცევის პრობლემები. პარკინსონით დაავადებულთა მესამედზე მეტს აღენიშნება დეპრესია და შფოთვა. ზოგჯერ ვლინდება ძილთან დაკავშირებული პრობლემებიც.
პარკინსონის დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია. თუმცა ყველაზე ხშირად განიხილავენ გენეტიკურ და გარემო ფაქტორებს. ძირითადად, ვლინდება 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

წყარო:www.kirurgia.ge

0
59
2-ს მოსწონს
ავტორი:Davit qurdadze
Davit qurdadze
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0