x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Nissan IMx-მომავლის ავტომობილის პრემიერა
image

Nissan-ი დარწმუნებულია, რომ მომავალი სრულიად ეკუთვნით ელექტრომობილებს და ავტონომიურ სატრანსპორტო საშუალებებს.ტოკიოს ავტოსალონში კომპანიამ წარმოადგინა ახალი მოდელი Nissan IMx-ი, რომელიც წარმოგვიდგენს მომავლის გლობალურ კროსოვერს და ავტომობილის ავტონომიურ ტექნოლოგიას Nissan Intelligent Mobility.


image

ავტომობილი, რომელიც ზომით Nissan Qashqai-ის ტოლია, აღჭურვილია ორი ელექტროძრავით(წინ და უკან)ძრავების საერთო სიმძლავრე 435 ცხენის ძალააა, სრულიად დამუხტულ ელექტრომობილს 600 კილომეტრის გავლა შეუძლია.


image

IMx-ის შიდა (და გარეც)დიზაინი ფუტურისტულია, -ეს გახლავთ დიზაინერების წმინდა წყლის ფანტაზია, სალონში ოთხი განცალკევებული სავარძელია, საჭე მოგაგონებთ შტურვალს, ცენტრალური მართვის პულტით, შიდა ინტერიერი ძირითადად ხისგანაა გაკეთებული, პანორამული პანელის დაფა დამატებითი ტექნოლოგიური სიახლეებით არის აღჭურვილი, მაგალითად მულტიმედიიის მართვა თვალის მოძრაობით არის შესაძლებელი, ხოლო ავტონომიური მოძრაობა ჟესტებით.

image

IMx-ი აგრეთვე აღჭურვილია Nissan Pro Pilot-ის ავტონომიური მართვით, ის შედგება 9 რადარული სისტემით, 12 კამერით, 6 ლაზერული სკანერით, 12 სენსორით, ყველას თავის დანიშნულება აქვს, აქტივაციის შემდეგ სისტემა აშორებს შტურვალს, მართვის პულტს, გაზის და მუხრუჭის სატერფულები ძირში იმალება, ხოლო ოთხივე სავარძელი უფრო კომფორტულ მდგომარეობაში გადადის.


პარალელურად სენსორები ხელის რეჟიმშიც მუშაობენ, რა დროსაც მძღოლს ეხმარება ავტომობილმა გაიაროს ვიწრო ადგილები, დააფიქსიროს ქვეითად მოსიარულეები და სხვა ავტომობილები.

image

IMx შეიქმნა სპეციალურად ელექტრომობილებისთვის, რომლის საფუძველიც გახლავთ სრულიად განახლებული ბატარეები.ეს პლატფორმა იქნება საბაზისო იმ 12 ელექტრომობილისა, (დაწყებული კომპაქტურით და დამთავრებული ჯიპებით) რომელიც Nissan, Renault და Mitsubishi -ის ალიანსმა აიღო ვალდებულება 2022 წელს გამოუშვან ისინი.

image





imageიხილეთ სხვა ავტოსიახლეები




0
92
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0