x
მეტი
  • 30.09.2024
  • სტატია:137344
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511307
"დაბადებიდან დღემდე"ქართველი ტრანსგენდერი,რომელზეც ჰოლივუდი ლაპარაკობს
მე ქართველმა ხალხმა არ დამაფასა .ბევრი ტკივილი, შიმშილი, ცემა, დამცირება გადავიტანე, მაგრამ ღმერთის მადლობელი ვარ ამ განსაცდელებისთვის.

ადელინა პოლინა

1994 წლის 28 იანვარს დავიბადე საშინელი სიცივე იყო, დედას მთელი 9 თვე უმძიმესი ფეხმძიმობა ჰქონდა მთელი ცხრა თვის განმავლობაში დედას ტანზე ძირმაგარები ჰქონდა ორსულობის გამო ეს ძირმაგარები დედას, რომ არ გამოსვლოდა ბავშვი უფრო სწორედ ბავშვები დეფექტიანები დაიბადებოდნენ, მთელი ცხრა თვის განმავლობაში ყველას ეგონა რომ ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ ექიმებიც ამას ამბობდნენ, რადგან ძალიან დიდი მუცელი ჰქონდა, მაგრამ დედა დარწმუნებული იყო, რომ ტყუპები არ ჰყავდა სანამ ერთ დღეს ფეხმძიმობის ბოლო თვეს ცუდად არ გახდა და ერთი ბავშვი გოგონა მკვდარი არ დაიბადა, ხოლო მე კი გადავრჩი, არ ვიცი ეს უნდა მიხაროდეს თუ უნდა მწყინდეს ხანდახან ვფიქრობ რომ არ გადავრჩენილიყავი უმჯობესი იქნებოდა ჩემთვისაც და სხვებისთვისაც, მაგრამ უცბად რაღაც მაფხიზლებს სანთელს ვანთებ და უფალს პატიებას ვთხოვ ხოლმე ამ სიტყვების გამო, რას ვიზავთ უფალმა მომცა ნება დავბადებულიყავი და საკუთარი არჩევანის თავისუფლებაც მომცა ხოდა მეც ეს ეკლიანი გზა ავირჩიე.


ადელინა პოლინა


როდესაც დავიბადე დედა სრულიად მარტო იყო რადგან 2 დღე ღამის მანძილზე ტკივილები ქონდა და ვერ მშობიარობდა, როცა ყველა წავიდა მაშინ იმშობიარა და ექიმებმა მას გმირი უწოდეს რადგან მშობიარობის დროს სცხვენოდა და ტკივილს უხმოდ უმკლავდებოდა თავს ურტყავდა სამშობიარო მაგიდას მას შემდეგ დედას წნევები და თავის ტკივილები აწუხებს მის ამხელა ტკივილში თავს დამნაშავედ მივიჩნევ ის არ იმსახურებს ყავდეს ჩემნაირი შვილი როდესაც ამ სიტყვებს დედას და მამას ვეუბნები ისინი მეუბნებიან რომ ჩემით ამაყობენ მეუბნებიან, რომ მტავარია სენ ის ხარ ვინც ხარ და არა ის ვინც საზოგადოებას უნდ არომ იყოვო და ეს სიტყვები მამსვიდებს ძალას მმატებს.როდესაც გაიგეს რომ ბიჭი დაიბადა ყველა გახარებული იყო მამაჩემმა როგორც ვიცი ადრე ასეთი წესი იყო თოფს ისროდნენ და მამამაც გაისროლა თოფი სიამაყით თქვა ბიჭი მყავსო ვინ რა იცოდა ვინ ვიქნებოდი მომავალში ყველა თავს მევლებოდა მანებივრებდნენ.



ადელინა პოლინა
3 წლის რომ ვიყავი ტელევიზორში ინდური ფილმი გადიოდა რაღაც მუსიკა ჩართულა და ცეკვა დამიწყია ეს დედიკოს სოფელში ხდებოდა ბებიასთან, მთელი სამეზობლო იქ უყურებდა ხოლმე ტელევიზორს, რადგან იმ უბანში მხოლოდ ბებიას ქონდა ტელევიზორი მოკლედ 3 წლიდან ვცეკვავ არა ერთ გზის ჩემპიონი გავხდი როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ ლათინო ამერიკული ცეკვების სწავლა დავიწყე სტუდია თელაში როდესაც საქართველოს ჩემპიონი გავხდი შემდეგ კავკასიის ჩემპიონი და ასე შემდეგ, ასევე ბულგარეთში ქალაქ ვარნაში ავიღე სოლო მოცეკვავეებში პირველი ადგილი, შემდეგ ესპანეთში მეორე ადგილი ინდოეთში პირველი პორტუგალიაში მესამე მაკაოში პირველი და ასე შემდეგ მაგრამ ამ საპრიზო ადგილებს ჩემი შრომით ვაღწევდი თვით ნასწავლი მოცეკვავე ვარ მუცლის ცეკვებს, კაზაკის სტილის ცეკვებს ბიონსე შაკირა და ასე შემდეგ მოკლედ მაშაპის მოცეკვავე ვარ ლათინურებზე მხოლოდ 1 წელი ვიარე მერე კი საერთაშორისო კონკურსზე გამგზანა ერთ ერთმა სამდოელო სააგენტომ სადაც მოდელები უნდა გამოვსულიყავით ასევე ცეკვებში ტარდებოდა შეჯიბრი ეს ბულგარეთში ხდებოდა სწორედ იქ ავიღე პირველი ადგილი ევროპის მასშტაბით სოლო მოცეკვავეებში.მას შემდეგ ბულგარეთში 4 ჯერ ვიყავი კლუბებში მუცლის ცეკვებს ვცეკვავდი უკვე ყველამ იცოდა ჩემს შესახებ რომ ტრანსგენდერი ქალი ვიყავი ახლობლებმა და რათქმაუნდა იმ კლუბებმაც სადაც მე ვმუშაობდი და არანაირი პრობლემა არ შემქმნია, ფულზე და გამდიდრებაზე არ ვფიქრობდი მხოლოდ ის მაბედნეირებდა რომ მეგობრები მყავდა საყავრელი ადამიანი გვერდით და ყევლაზე მთავარი თავისუფლად ვსუნთქავდი არავინ მაკრიტიკებდა და არავინ დამდევდა მოსაკლავად ჩემი ორიენტაციის გამო არავინ მაფურთხებდა და მაგინებდა, ხოლო როცა კონტრაქტი მიმთავრდებოდა და საქართველოში დაბრუნების დრო მოდიოდა მე უკვე დეპრესია მეწყებოდა ვინაიდან ვიცოდი რა მელოდებოდა საქართველოში, ბოლოს როდესაც ჩამოვედი საქართველოში ბევრ ადგილას ვცადე მუშაობის დაწყება ბევრგან მითხრეს უარი ორიენტაციის გამო მხოლოდ ერთ კაფე ბარში მიმიღეს რადგან ჩემს სექსუალურ ორიენტაციაზე არაფერი მითქვამს, ერთი თვე ვიმუშავე ბოლოს კი წმაოვედი რადგან ოთხი ბიჭი შემოვიდა კაფეში ვემსახურებოდი ღამის 4 საათზე დავასრულე სამუშაო და რომ გამოვედი ეს ბიჭებიც უკან გამომყვნენ და უკნიდან ადელინაო მომაძახეს მე უცბათ ვერ მივხვდი ვერაფეს მეგონა რაღაც მომეჩვენა, ხოლო მეორედ რომ დამიძახეს და გავჩერდი მივიხედე და ეს ოთხი ბიჭი ჩემსკენ მოდიოდა მე ნაბიჯებს ავუჩქარე და ისინიც ჩქარი ნაბიჯებით მომდევდნენ და თან მეძახდნენ გაჩერდი ნუ გარბიხარ მეზარება სირბილიო დავიმალე და როგორც იქნა სახლამდე მივაღწიე მეორე დღეს ფეისბუქზე მესიჯი დამხვდა სად გაიქეცი გუშინ უბრლაოდ შენთან გასაუბრება მინდოდა რადგან გიცანი ფეისბუქიდანო პასუხი არ გამიცია დავბლოკე.ამის შემდეგ გადავწყვიტე დარბაზის ქირაობა რომ ცეკვის სტუდია გამეხსნა მაგრამ ყველაგან სადაც მივედი უარიმითხრეს არ მომაქირავეს რომ ვეკითხებოდი უარის მიზეზსს პასუხად ვიღებდი პენისიანი ქალის დანახვა ბავშვებზე იმოქმედებს ცუდადო თუმცა მე 18 წლიდან ზემოთ მინდოდა მოსწავლეების აყვანა ვეუბნებოდი, რომ კაბის ქვეშ რატომ მიყურებთ ჩემს პიროვნულობას რატო არ აქცევთ ყურადღებასთქო მაგრამ პასუხს არ მცემდნენ კარს მიკეტავდნენ ცხვირ წინ და მეც უკან ვბრუნდებოდი, შემდეგ რამდენიმე კომპანიში მივედი როგორც ბიჭი, დავიწყე მუშაობა და პირველი კითხვა იყო რა პროფესიის ვიყავი მეც ვეუბნებოდი რომ სამსახიობო ოსტატობა მქონდა დამთავრებული ასევე ფსიქოლოგიის კურსები მაქვს გავლილი და ბოლოს ერთ თვიანი კურსი გავიარე სამოქალაქო ჟურნალისტიკის განხრით.ჩემი ეგრეთწოდებული ბიჭური ცხოვრება 2 კვირა გაგრძელდა შემდეგ კი გავუმხილე ჩემს უფროსს ვინც ვიყავი ის დამთანხმდა მუშაობის გაგრძელებაზე რადგან ის ქართევლი არ იყო მეორე უფროსმა კი უარი განაცხადა და სამსახურიდან გამომიშვა კულტურულად მითხრა რომ შენს საქმეს არაჩვეულებრივად უძღვები მაგრამ ჩვენს კომპანიაში რომ გაიგონ ტრანსგენდერ ქალს ვამუშავებთ ერთი ამბავი ატყდებაო დავხარე თავი მადლობა მოვუხადე და ვუთხარი კარგით იყოს ისე როგორც თქვენ გინდათ მაგრამ დრო მოვა და მომავალს ჩემნაირ ადმაინებში დაინახავთთქო და წამოვედი.


რაც შეეხება ფილმს დიახ მე სცენარებს ვწერ ერთხელ გადავწყვიტე ჩემი ცხოვრების შესახებ დამეწერა დეტალურად ისტორია დაბადებიდან დღემდე შემდეგ ეს სცენარი ერთ ერთ რეჟისორს გადავუგზავნე ჰოლივუდში მას მოეწონა სცენარი ჩამოვიდა და ფილმი გადავიღეთ სადაც მხოლოდ სამი ადმაინი ვართ მე დედა და მამა, ფილმის გადაღებები კაი ხანს გაგრძელდა არც ერთი კადრი არ გადაგვიღია გარეთ ყველა კადრი ოთხ კედელში გადავიღეთ სახლში რადგან მე 10 წელია გარეთ არ გავსულვარ ვგულისხმობ როცა საქართველოში ვარ არასოდეს გავდივარ გარეთ თუ არ ჩავთვლით იმ რამდენიმე სამსახურს სადაც მაქსიმუმ 10 დღე მაქვს ნამუშევარი და ერთი კაფე სადაც ერთ თვემდე ვიმუშავე ფილმს 'სოციუმის პატიმარი' დავარქვით და ამ სათაურით ყველაფერია ნათქვამი როდესაც ფილმი წაიღეს საჩვენებლად არც მიფიქრია იმაზე რომ საერთოდ გამოხმაურება ექნებოდა მაგრამ შევცდი ჰოლივუდი და არა მარტო ჰოლივუდი ალაპარაკდა ჩემზე და ჩემს ფილმზე, სხვადასხვა ქვეყნებიდან დღესაც მომდის მოწვევა რომ მივიღო ფილმებში მონაწილეობა ოპერაციას ჯერ იმიტომ არ ვიკეთებ რადგან შემიძლია ზოგ ფილმში როგორც ბიჭმა ვითამაშო და ზოგ ფილმში როგორც გოგომ მაგრამ სამწუხაროდ კულტურის სამინისტრო არ მაფინანსებს რომ წავიდე, პასუხი არ ვიცი რატომ იძახიან უარს ერთხელ უბრალოდ მითხრეს რომ ტრანსეგდნერ ქალებზე და ლგბტ ადამიანებზე დაფინასნსებას სახელმიფო არ უზრუნველყოფსო მე ვფიქრობ ეს ტყუილია თუკი მე არაფერს წარმოვადგენ სახელმწიფოსთვის წინა საარჩევნო დღებში რატომ მომდის ბილეტენები სახლში რომ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა ესეიგი ეს იმას ნიშნავს, რომ მე მაქვს სრული უფლება ვიყო ამ ქვეყნის მოქალაქე ისევე როგორც სხვები. ჩემს თავს უმცირესობის წარმომადგენელს არ ვუწოდებ არ მესმის უმცირესობა ან უმრავლესობა რას ნიშნავს მაშინ როდესაც მეც ამ საზოგადოების წევრი ვარ.

ჩემი თხოვნა არა მოთხოვნაა სახელმწიფოს მივმართავ დაიცვას ლგბტ ადამიანები რადგან მერწმუნეთ ჩვენ იმაზე მეტნი ვართ ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ ვინც ვჩნავრთ ისინი ვართ ცოტანი ხოლო ვინც არ ჩანს ისინი უფრო მეტნი არიან ასევე ნამდვილი ჰეტეროსექსუალი ქალი ან კაცი არასოდეს გააკრიტიკებს ლგბტ ადამიანებს ვინც თავადვე არის ლგბტ თემის წევრის და მალავს ამას ისინი ილანძღებიან ამით საკუთარ თავებს მალავენ.

0
73
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხვედელიძე
გიორგი ხვედელიძე
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0