პროფილაქტიკა ბროწეული- კუჭისა და ნაწლავური დაავადებების უებარი მკურნალი 2017, 26 ოქტომბერი, 18:59
საუკუნეების წინ, ექიმი ჰიპოკრატე დიზენტერიას 5 საათში კურნავდა, ამის შესახებ ცნობები დღემდე არსებობს, თუმცა ამ დაავადების მკურნალობას ჩვენს დროში, თვეებსა და კვირებს ანდომებენ. ქიმიური პრეპარატები, განსაკუთრებით კი ანტიბიოტიკები ადამიანის ნაწლავებში არსებულ ფლორას ანადგურებენ, რაც დისბაქტერიოზს, კოლიტს, დიარეას, მსხვილი და წვრილი ნაწლავის პრობლემებს იწვევს. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის იმუნიტეტის 80% სწორედ ნაწლავებშია, კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს, იმუნიტეტი ქვეითდება და ორგანიზმი დაავდებებისადმი მდგრადობას კარგავს.
ბროწეულს შეუძლია განკურნოს:
ბროწეულის ქერქისგან მოსამზადებელი სამკურნალო ნაყენის რეცეპტი ბროწეულის მშრალი ქერქისა და ადუღებული წყლის თანაფარდობა უნდა იყოს 1:20 წინასწარ გამთბარ ჭიქაში ან შუშის ქილაში მოათავსეთ 10-12 გრ ბროწულის მშრალი ქერქი, დაასხით 200მლ ადუღებული წყალი, გაჩერეთ 25-30 წუთი. ამ დროის განმავლობაში, ნაყენი იმ ადამიანის გვერდით უნდა იდგას, ვინც მისი სამკურნალო დანიშნულებით მიღებას აპირებს. ამის შემდეგ მისი დალევა უკვე შეგიძლიათ. ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების მკურნალობის დროს, ნაყენის მომზადების წესი არ იცვლება. იცვლება მხოლოდ მისი მიღების დოზირება. მუცლის ტიფის, სალმონელიოზის, დიზენტერიისა და ქოლერის მკურნალობისას სამკურნალო ნაყენი ამგვარად უნდა მიიღოთ: მომზადებული ნაყენის ნახევარი დალიეთ. თუ ნაყენის მიღებიდან 10 წუთის შემდეგ თავი ჯანმრთელად იგრძენით, ე.ი ფაღარათი გქონდათ და ის სრულიად განკურნებულია. თუ 10 წუთის შემდეგ თავი უკეთესად ვერ იგრძენით; სალმონელიოზი, დიზენტერია, ქოლერა ან მუცლის ტიფი გაქვთ. დარჩით სახლში და ნაყინის მეორე ნახევარი მხოლოდ 3 საათის შემდეგ დალიეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესებას 5 საათის შემდეგ იგრძნობთ. კუჭის წყლულის, წვრილი ნაწლავის წყლულის, კოლიტისა და დისბაქტერიოზის სამკურნალოდ ნაყენი შემდეგნაირად უნდა მიიღოთ: მომზადებული ნაყენის ნახევარი, დღის განმავლობაში, ოთხ ულუფად უნდა გაყოთ, ანუ ერთ დალევაზე 20-25 მლ ნაყენი უნდა დალიოთ. პირველად ნაყენს სვამთ დილით, აუცილებლად უზმოზე და ბოლოს კი ძილის წინ. ბროწეულის ქერქის ნაყენი უნდა დალიოთ დღეგამოშვებით, კვირის I, III, V, VII დღეს. II, IV, VI დღეს ნაყენს არ სვამთ. მკურნალობის პერიოდში, ნაყენში არსებული ქერქი არ უნდა გადაყაროთ, რადგან იგი ურთიერთქმედებს წყალთან. ასვე სასტიკად აკრძალულია სპირტიანი სასმელების მიღება. ამ ნაყენის ჯადოსნურობა იმაშია, რომ იგი მხოლოდ მავნე ბაქტერიებს ანადგურებს და მათ ადგილს ახალი და სასარგებლო ბაქტერიები იკავებენ. იხილეთ აგრეთვე: დალიეთ ეს სითხე და თქვენი კუჭ-ნაწლავი საათივით იმუშავებს! ჩაყარეთ ნიორი ღვინოში- ეს რეცეპტი 100-ზე მეტ დაავადებას შველის! სენსაციური აღმოჩენა!!!დაავადებების 66%-ს საკვები კურნავს!!! ჯანსაღი კვებისა და გახდომის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან!!! მრავალძარღვას ნაყენი 100-ზე მეტ დაავადებას შველის! (+რეცეპტი) 1317 4-ს მოსწონს
|