x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
მამამ "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში თავი მოიკლა იმის გამო,რომ ქალიშვილი მამის დაუკითხავად გაათხოვეს(ვიდეო)
image

შემაძრწუნებელი შემთხვევა მოხდა თურქეთის ქალაქ კაისერში.


54 წლის აიჰან უზუნმა თავი მოიკლა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ადრე მან მეგობრებს შემდეგი შინაარსის პოსტი გაუზიარა:"საღამოს პირდაპირი ეთერი იქნება, ნუ შემოუშვებთ ჩემს დაკრძალვაზე იმათ, ვინც მაიძულა ასეთი ნაბიჯი გადამედგა."


23 ოქტომბერს 22:30 წუთზე ადგილობრივი დროით აიჰანმა "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ დღეს მისი ქალიშვილის ნიშნობაა, ხოლო მას ცერემონიალზე იწვევენ, როგორც მხოლოდ სტუმარს.


image

"მამა ვარ და იქ უნდა ვიყო არა როგორც სტუმარი, არამედ როგორც ოჯახის უფროსი, მათ მხოლოდ ხელისმოწერის დღეს გავახსენდი, ჩემი ქალიშვილი სიმამრმა გაათხოვა, ის ბაბუაა და არა მამა! და ჩემს გარეშე დანიშნეს ჩემი ქალიშვილი, მე ხომ მკვდარი არა ვარ, იმან რომ აიღო თავზე ვალდებულება, ცოცხალი ვარ!"-დაიჩივლა მეგობრებთან და ნათესავებთან აიჰან უზუნმა.


" ყველაზე ძალიან ჩემი ცოლისგან და შვილებისგან მეწყინა, დაე წყეულიმც იყავით, იმიტომ რომ ამ უკიდურეს ნაბიჯამდე მიმიყვანეთ, ჩემი სიკვდილის შემდეგ ისინი ჩემს პენსიას მიიღებენ და ისე იცხოვრებენ თითქოს არც არაფერი მომხდარა, ჩემი სიკვდილი მათ კისერზეა, არ მოუშვათ ჩემს საფლავთან, მტერსაც არ ვუსურვებ ახლა რასაც მე განვიცდი, ღმერთი თქვენკენ, გტოვებთ სამუდამოდ, თავს გაუფრთხილდით"


ამის შემდეგ მამაკაცმა იარაღი თავზე მიიდო და გაისროლა.(იხილეთ: ვიდეო)




imageიხილეთ აგრეთვე

0
142
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0