რელიგია "თვითმარქვია, თავნება, თავსატეხად ქცეული, მორიტიკე ბერივით დადის" - მეუფე დიმიტრი საკუთარ სიძეს სოსო ოხანაშვილს ამ სიტყვებით მოიხსენიებს 2017, 25 ოქტომბერი, 18:37 ქართული საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს 9 თვის წინ დაპატიმრებულ მამა გიორგი მამალაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, რომელიც უკვე მერამდენედ ზეპირად თუ წერილობით ითხოვდა თავისი მოძღვრის მეუფე დიმიტრის სტუმრობას მატროსოვის ციხეზე და მისთვის აღსარების ჩაბარებას. დღეს ირკვევა, რომ მეუფე დიმიტრი არც კი ყოფილა მამა გიორგის სულიერი მოძღვარი, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. ყველაზე დიდი პრობლემა იყო თვეების მანძილზე ციხის კედლებში გამომწყვდეული მამაოს თხოვნა და სურვილი, რომ ის თავის მღვდლად მკურთეხეველ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს მოენახულებინა ციხის კედლებში, რადგან როგორც გავრცელელბული ვიდეო და აუდიო ფირები ამტკიცებენ, მამა გიორგი მამალაძეს პროკურატურა სთხოვდა დაესახელებინა საქმის თანამონაწილე პირები და მათ შორის მეუფე დიმიტრი და მისი სიძე - პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელიც ბოლო დროს საზღვარგარეთ იმყოფება.აი რა განაცხადა მეუფე დიმიტრიმ სიძეზე; - " ჩემი სიძე, ოხ ეს ოხანაშვილი თავსატეხად მექცა მისი სიძეობა, ის არის თვითნება, თვითმარქვია, თავნება და ზრდასრული ადამიანი. ბევჯერ მითქვამს და მიმიცია შენიშვნა ადამიანებთან უხეშობაზე, რაზეც უთქვამს, რომ ეს არის ჩემი სამსახურიო... მეც ცოტა გაოცებული ვარ შეწყალების საკითხი, მჩხიბაობის საკითხი ციანიდის საქმესთან.. ის არის როგორც მორიტიკე ბერივით ხან რუსეთშია, ხან საზღვარგარეთ და... ბოლო გადაცემამ ტარას შავშიშვილზე ძალიან გამაოგნა, სადაც პატრიარქის რაღაც გასაღებზეა საუბარი ეს ყველაფერი სადღაც ზღაპრებში შეიძლება წაიკითხო..."დღეს როგორც იქნა მეუფე დიმიტრი შეხვდა მამა გიორგის და მთელი საქართველო ელოდებოდა თუ რა განცხადებას გააკეთებდა მეუფე. მატროსოვის ციხიდან დაახლოებით 2 საათაინი შეხვედრის შემდეგ მეუფე დიმიტრიმ მამა გიორგი მამალაძეზე განაცხადა, რომ მას ყველაზე ძალიან აინტერესებდა ფარულ ჩანაწერებში მოყვანილი ფაქტები, – "მე მაშფოთებს ის ჩანაწერი, სადაც არის საუბარი ციანიდზე და როგორც თავშივე განაცხადა მამაომ ახლაც ამტკიცებს რომ მას ეს მოუწყვეს. მამა გიორგი არის იმ თავის აზრზე, რომ ეს იყო შეთქმულება ჩემს წინააღმდეგ. მე ვთვლი, რომ ეს იყო შეთქმულება არა მარტო ჩემ წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ. ვინც ეს დაგეგმა და შეთხზა, ალბათ მომავალში გაცხადდება, ის არის ძალიან ბოროტი ადამიანი, იმიტომ, რომ ამას ვერ მოიფიქრებდა ვერავინ. ჩემს საკუთარ გამზრდელთან, ბიძასთან, პატრიარქთან ამ ამბოხში თუ წინააღმდეგობაში, ჩართულობაში. ისევ რჩება თავის აზრზე, რომ ეს მოუწყო ადამიანების იმ ჯგუფმა, ვისაც ის ყოველთვის ასახელებდა და აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილისგან ჰქონდა მას ეს შეკვეთა“. რაზეც მეუფემ განაცხადა:"მე სასულიერო პირებს არ ვაძლევ უფლებას, რომ აწარმოონ ცალკე ბიზნესი".ჟურნალისტების დასმულ შეკითხვაზე, რომელიც მის სიძეს სოსო ოხანაშვილს შეეხებოდა, მეუფე დიმიტრიმ განაცხადა: - "სოსო ჩემთვის დიდი თავსატეხი გახდა. მე ვერანაირად ვერ გავავრცელებდი ტელევიზიაში სასამართლოს დაკითხვის ჩანაწერებს და ეს მოკითხონ იმ ხალხს, რომლებმაც ეს ფირები გაავრცელეს.დღეს მე არც ერთ ჟურნალისტთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს". 187 5-ს მოსწონს |
ჩვენც დავიღალეთ უბრალო მოკვდავები თქვენი ჩახლართული საქმეების მოსმენით, ადამიანებს მშვიდი ცხოვრება გვინდა. არ გვინდა ჩვენს პატრიარქზე და საპატრიარქოზე მუდმივად ნეგატიური ინფორმაცია გვესმოდეს, პატიოსნად აკეთეთ თქვენი საქმე და თუ მამა გიორგი უდანაშაულოა, რაშიც საზოგადოება ბევრჯერ დავრწმუნდით უკვე , დაიცავით და გაათავისუფლეთ, ნუ გაწირავთ ადამიანს, ნუ ჩადგებით ამხელა ცოდვაში თუ კი კიდევ შეგრჩენიათ რაიმე ადამიანური, გვერდით დაუდექით პარიარქს. ყველა მხოლოდ საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე ნუ ფიქრობთ, მის სიცოცხლეშივე ნუ ეპოტინებით მის სავარძელს, სირცხვილია