x
21 წლის გოგონა სისხლით |ოფლიანობს

იტალიელი ექიმები 21 წლის გოგონას მკურნალობენ, რომელსაც ხელისგულებიდან და სახიდან კანის რაიმე დაზიანების გარეშე სისხლი სდის.
პაციენტის თქმით, ის ამ პრობლემისგან სამი წელია იტანჯება და მიზეზს ვერ იგებს. სისხლდენა ერთიდან ხუთ წუთამდე გრძელდება. გოგონას თქმით, სისხლდენას სტრესი აძლიერებს. მას საზოგადოებისგან იზოლირება უწევს, რამაც დეპრესია და პანიკური შიშები გაუძლიერა.
ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გოგონას ჰემატიდროზი აქვს. ეს უიშვიათესი დაავადებაა, როდესაც სისხლი ოფლს ერევა და კანიდან გამოდის. დაავადებას სისხლძარღვების კედლების დაზიანება იწვევს. პაციენტს პრეპარატების კურსი დაუნიშნეს, რამაც სისხლძარღვების სისტემის გამაგრება უნდა გამოიწვიოს, თუმცა დაავადების ბოლომდე განკურნება შეუძლებელია.

წყარო:http://plus.kvira.ge

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:Davit qurdadze
Davit qurdadze
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0