x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138445
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
გიზას დიდი პირამიდის საიდუმლოებანი
უძველესი სამყაროს შვიდი საოცრებიდან დღეს მხოლოდ ეგვიპტეში აგებული პირამიდა არსებობს. თითქმის 4000 წლის განმავლობაში ის მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა იყო-მისი სიმაღლე 147 მეტრს აღწევს და დღესაც უდიდეს ქვის ნაგებობად რჩება. იგი ნილოსის ნაპირზე ააგო მეფე ხუფუმ, რომელიც უფრო ბერძნული სახელით-ხეოფსითაა ცნობილი.

image ხუფუ ეგვიპტეს ძვ.წ. 2551-2528 წლებში მართავდა და საკუთარი პირამიდის აგებას ხელმძღვანელობდა, რომელიც მისი აკლდამა უნდა ყოფილიყო. პირამიდები მის აგებამდეც არსებობდა, მაგრამ არც ერთი მათგანი ისე არ განაცვიფრებდა მნახველს ოთხ ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, როგორც დიდი პირამიდა.

მეცნიერები თვლიან, რომ დიდი პირამიდის წონა 5 მილიონ ტონაზე მეტია, ხოლო მისი აგებისათვის 2 მილიონზე მეტი ქვის ლოდი გამოიყენეს.

image საინტერესო ფაქტები: -ფართობი, რომელსაც დიდი პირამიდა იკავებს, 5, 15 ჰექტარის ტოლია და მასზე ჩოგბურთის ორასი მოედანი დაეტევა.


-იტალიის დედაქალაქ რომის წმინდა პეტრეს ტაძარი ორჯერ მოთავსდებოდა დიდი პირამიდის მიერ დაკავებულ ფართობზე.

-ნაპოლეონმა გამოითვალა, რომ სამ უმთავრეს პირამიდაში გამოყენებული ქვის მასალა საკმარისი იქნებოდა მთელი საფრანგეთის გარშემო სამი მეტრისა და ოცდაათი სანტიმეტრის სისქის გალავნის ასაგებად.

-პირამიდის ზედაპირს თეთრი კირქვით ფარავდნენ, რომელიც კაიროს აღმოსავლეთით მდებარე მთებიდან მოჰქონდათ. კირქვის საფარისაგან თითქმის არაფერია დარჩენილი.

-არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ პირამიდის წვერს თავდაპირველად ოქროს ფირფიტა ამშვენებდა, რაც თვალის მომჭრელი სანახაობა იქნებოდა.

imageპირამიდები დღეს: პირამიდები აურაცხელ ტურისტს იზიდავს. ღამღამობით აქ ბრწყინვალე კონცერტები და განათებული სანახაობები იმართება, სადაც ლაზერის სხივები 4500 წლის ნაგებობეს ანათებენ. რესტავრაცია და არქეოლოგიური გათხრები უწყვეტად მიმდინარეობს. გაკეთდა ახალი აღმოჩენები, რომელთა შორის აღსანიშნავია ხუფუს დედოფლების პირამიდების უკან აღმოჩენილი მცირე პირამიდების ნანგრევები.

image

0
1795
11-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
1795
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0