შოუბიზნესი 13 ცნობილის უკანასკნელი ფოტო, გადაღებული გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე 21 ოქტომბერი, 16:11 ცნობილ ადამიანებს, ყველა შესაძლო პრივილეგიის მიუხედავად, როგორც უბრალო ადამიანებს, ექნება საკუთარი „უკანასკნელი ფოტო“. ეს ავბედითი გამოსახულება ერთდროულად შემზარავი და დამაინტრიგებელია. ჩვეულებრივ, ადამიანებს მძიმე ავადმყოფობის დროს ფოტოებს არ უღებენ, ამიტომ ხშირად უკანასკნელი ფოტო ასე არ გამოიყურება. მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ადამიანი აღბეჭდილია ფოტოზე გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მას თავისებურად მომხიბვლელს ხდის.
შევხედოთ ამ ფენომენს რამდენიმე ცნობილის მაგალითის გამოყენებით, რომლებიც ეს სამყარო დატოვეს მრავალი წლის წინ ან ცოტა ხნის წინ. ბრიტანი მერფი 32 წლის მსახიობი 2009 წლის 20 დეკემბერს გარდაიცვალა. 3 დეკემბერს შედგა მისი ბოლო საჯარო გამოსვლა და უკანასკნელი ფოტოსესია. რობინ უილიამსი 63 წლის მსახიობი 2014 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა. ეს ბოლო 10 აგვისტოს არის გადაღებული.ოდრი ჰეპბერნი 63 წლის მსახიობი გარდაიცვალა 1993 წლის 20 იანვარს შვეიცარიაში. ფოტოზე, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაღებულია, შვილთან შონთან ერთად არის.ჯეიმზ დინი 24 წლის მსახიობი 1955 წლის 30 სექტემბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ეს მისი უკანასკნელი ფოტოა, რომელიც გადაღებულია ბენზინგასამართ სადგურზე გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე.ელისაბედ II დიდი ბრიტანეთის 96 წლის დედოფალი 2022 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა. ეს ფოტო გადაღებულია გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე.კურტ კობეინი 27 წლის მუსიკოსი 1994 წლის 5 აპრილს გარდაიცვალა. ფოტოზე Nirvana-ს კონცერტზე იტალიაში 1994 წლის 21 თებერვალს.პრინცესა დიანა პრინცესა დიანა 36 წლის ასაკში გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში. ამ ავტოკატასტროფაში დაიღუპა მისი შეყვარებული დოდი ალ-ფაიედი და მძღოლი ანრი პოლი. გადარჩა მხოლოდ მცველი ტრევორ რის ჯონსი.ჩესტერ ბენინგტონი 2017 წლის 20 ივლისს 41 წლის ჩესტერ ბენინგტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ფოტო გადაიღო ტალინდა ბენინგტონმა ქმრის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე.ჰით ლეჯერი 28 წლის მსახიობი 2008 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა. მისი ბოლო ფოტო გადაღებულია ფილმის „დოქტორ პარნასის წარმოსახვის“ გადასაღებ მოედანზე, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე.ფრედი მერკური 45 წლის მუსიკოსი 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. ბოლო ფოტოზე კატასთან ერთად ერთად არის გამოსახული.ალან რიკმანი 69 წლის ბრიტანელი მსახიობი 2016 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა. ეს ფოტო გადაღებულია 2015 წლის 19 ნოემბერს.ჯიმ მორისონი 27 წლის მუსიკოსი, The Doors-ის სოლისტი, გარდაიცვალა 1971 წლის 3 ივლისს. ეს ფოტო გადაღებულია პარიზში 28 ივნისს.მერილინ მონრო 36 წლის მსახიობი გარდაიცვალა 1962 წლის 4 აგვისტოს. ეს ფოტო ჯორჯ ბარისმა გადაიღო, სადღაც 1 ივნისიდან 18 ივლისის შუალედში სანტა-მონიკას სანაპიროზე. ზოგადად, ეს არის 250+ ფოტოიანი ფოტოსესიის ნაწილი, რომელიც საბოლოოდ გახდა უკანასკნელი მონროს ცხოვრებაში.ასევე დაგაინტერესებთ: სტოპ! გადაღებულია! 35+ მსახიობი და მათი პირველი როლები კინოში მონიკა ბელუჩი 60 წლისაა - როგორ იცვლებოდა მსახიობი წლების განმავლობაში როგორ შეიცვალნენ კინოდუეტები, რომელთაც თვალს ვერ ვაშორებდით 10 ყველაზე ლამაზი ქალი 90-იანი წლების ტელეეკრანებიდან როგორ შეიცვალა 18 ვარსკვლავი, რომლებიც ბრწყინავდნენ ჩვენი ახალგაზრდობის კოსტიუმირებულ სერიალში 699 შეფასება არ არის |