x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
13 ნივთი, რომელზეც მდიდრები ფულს აღარ ხარჯავენ, ღარიბები კი მათ შეძენაზე ოცნებობენ
imageარსებობს ნივთები, რაც ადამიანის ფინანსურ სიმდიდრეზე მეტყველებს. როგორც წესი, ასეთ ნივთებად მოიაზრება ბეწვის ქურთუკი, ძვირადღირებული სამკაულები, ბრენდული საათები და ა.შ. ზოგი ღარიბი ადამიანი მზადაა, ფული წლების განმავლობაში დაზოგოს ან სესხიც კი აიღოს, რათა ისინი შეიძინოს. ამ დროის განმავლობაში კი მდიდარმა ადამიანებმა მთელ მსოფლიოში შეწყვიტეს საკუთარი სოციალური სტატუსის ამ გზით ჩვენება.


ჩვენ ფულის საჭიროებისამებრ დახარჯვის მომხრე ვართ, ამიტომაც სტატიაში გაგაცნობთ სიმდიდრის სიმბოლოებს, რომლებიც ტრენდული სულაც აღარ არის. ბევრ ადამიანს ეს ჯერ კიდევ არ გაუაზრებია.






1. ოქროს სამკაულები

როგორც წესი, მდიდარი და მოდური ქალები შეზღუდული რაოდენობის ოქროს სამკაულებს ატარებენ, როცა ღონისძიებებს ესწრებიან. მათთვის სამკაულების ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს.


ისინი, ვინც ფინანსურად სტაბილურები არ არიან, ფიქრობენ, რომ ოქროს ყიდვა ინვესტიციაა. ეს ქალები ამბობენ გაცვეთილ ფრაზას: "იმას ვატარებ, რაც საუკეთესო მაქვს".


image






2. ძვირადღირებული ბრენდის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

ხშირად მდიდრები ინდიფერენტულები არიან ძვირადღირებული ბრენდული ტანსაცმლის მიმართ და გარდერობს ყოველდღიური ცხოვრებისთვის ჩვეულებრივი მაისურებითა და ჯინსებით ავსებენ. ერთ-ერთ ინტერვიუში ბილ გეითსმა აღნიშნა, რომ მაჯაზე 10 დოლარიანი საათი ეკეთა, მაშინ როცა შეეძლო, მილიონობით დოლარის ღირებულების ბრენდული სამკაულები ეტარებინა.


შოპინგის მაგივრად, მდიდრები ცდილობენ აღმოაჩინონ სხვა სიამოვნებები, რასაც ცხოვრება სთავაზობთ, როგორიცაა გართობა და მოგზაურობა. ეს მათთვის მეტს ნიშნავს, ვიდრე ბრენდული ჩანთა.

image






3. პლასტიკური ოპერაციები

უწინ პლასტიკური ოპერაციები ძალიან პოპულარული იყო - ყველას უნდოდა, ჰქონოდა იდეალური სხეული და უნაკლო სახე. მდიდარი კაცები თავად სთავაზობდნენ "რჩეულებს", გაეკეთებინათ ოპერაცია, მაშინაც კი, თუ ქალები ამაზე სულაც არ ფიქრობდნენ. დღეს უფრო და უფრო მეტი ცნობილი ადამიანი ეწინააღმდეგება პლასტიკურ ოპერაციას და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ თავიანთი ბუნებრივი სხეული უყვარდეთ.


ამასობაში ბევრი გოგო ისევ იკლებს ბევრ რამეს, რათა ფული შეაგროვოს ტუჩის ან მკერდის გასადიდებლად. ისინი ძალისხმევას არ იშურებენ, რათა სილამაზის სტანდარტებს მოერგონ.

image






4. ბეწვის ქურთუკი

ბევრი ცნობილი დიზაინერი და მდიდარი ადამიანი უარს ამბობს ბეწვის ქურთუკზე, რადგან მათი აზრით, ნატურალური ბეწვის ჩაცმა არაეთიკურია. საინტერესოა, რომ კალიფორნიის შტატში აკრძალულია ბეწვის ტარება და გაყიდვა.


თუმცა, ზოგი გოგოსთვის ნატურალური ბეწვი კვლავ ფუფუნების საგანთან და მაღალ სოციალურ სტატუსთან ასოცირდება. სინამდვილეში მისი ჩანაცვლება მარტივად შეიძლება ხელოვნური ბეწვით ან სხვა ტიპის ტანსაცმლით.

image






5. ბიზნეს კლასით მგზავრობა

რაციონალურ ადამიანებს მოკრძალებულად მგზავრობა ურჩევნიათ, მაშინაც კი, თუ ბევრი ფულის დახარჯვის შესაძლებლობა აქვთ. მაგალითად, IKEA-ს დამფუძნებელი ინგვარდ კამპრადი ბიზნეს კლასით მგზავრობას უსარგებლო, ზედმეტ ფუფუნებად მიიჩნევს, ამიტომაც IKEA-ს ყველა თანამშრომელი, თანამდებობის მიუხედავად, ეკონომ კლასით მგზავრობს და იაფიან ჰოსტელში ათევს ღამეებს.


თუმცა, ზოგი საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანი მზადაა, უამრავი ფული გადაიხადოს ბიზნეს კლასით მგზავრობაში, იმის მიუხედავად, რომ ბილეთების ფასი უფრო და უფრო იზრდება. ფაქტობრივად, სწორედ ბიზნეს კლასის მაღალი ფასების გამო ახერხებენ ავიაკომპანიები ეკონომ კლასისთვის დაბალი და სტაბილური ფასების შენარჩუნებას. თუ ამას გაიაზრებთ, ბიზნეს კლასით მგზავრობა ნაკლებად მიმზიდველად მოგეჩვენებათ.

image






6. ბოლო მოდელის საყოფაცხოვრებო ნივთები

მდიდარი ადამიანები არ ჩქარობენ ბოლო მოდელის საყოფაცხოვრებო ნივთების ყიდვას. თუ წინა მოდელი ჯერ კიდევ მუშაობს, ისინი ახლის ყიდვის საჭიროებას ვერ ხედავენ. ამ წესს საშუალო შემოსავლის ადამიანები ხშირად არღვევენ - ისინი ბანკიდან სესხსაც კი იღებენ ამ ნივთების შესაძენად.


საქმე ეხება "ერთჯერადი" გამოყენების ტექნიკასაც, როგორიცაა ტოსტერი, ვაფლების ან ბლინების გასაკეთებელი, ფონდიუს მოსამზადებელი ქვაბი და ა.შ. ხშირად ადამიანები ამ ხელსაწყოებს 2-3-ჯერ იყენებენ, შემდეგ კი თაროზე შემოდებულ ძვირადღირებულ, უფუნქციოდ დატოვებულ ნივთებს უყურებენ.

image






7. ზიზილ-პიპილოები

უმეტესად წარმატებული ადამიანები ცდილობენ, სახლის დიზაინში მინიმალიზმი შეინარჩუნონ. ისინი ინტერიერში უბრალოებას ამჯობინებენ, არ კარგავენ დროსა და ფულს ბევრი ავეჯის ყიდვასა და მათ გარემონტებაზე; ურჩევნიათ, თავისუფლად იმოძრაონ საკუთარ სახლში. გარდა ამისა, თავისუფალი სახლის დიზაინი მასში მცხოვრებს დროს უტოვებს ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ურთიერთობისთვის და სამსახურისთვის.


ხშირად საშუალო კლასის ხალხი ცდილობს, სახლი სხვადასხვა ინტერიერის დეტალებითა და ბოლო მოდის ნივთებით აავსოს. ისინი ინტერიერის გაუმჯობესებას ცდილობენ, ამ დროს კი უფრო მნიშვნელოვან რაღაცებს კარგავენ.

image






8. დიდი სახლი

მდიდარი ადამიანები ხშირად პერსპექტიულ ქონებას ყიდულობენ, რათა მოგება ნახონ, როცა მისი ფასი გაიზრდება. მაგალითად მილიარდერი უარენ ბუფეტი ისევ იმავე მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს, რომელიც 1958 წელს შეიძინა. იმ დროს ქონების ფასი 30 000 დოლარი იყო, დღეს კი ის 650 000 დოლარადაა შეფასებული.


მექსიკელი მილიარდერი კარლოს სლიმიც, რომლის ქონებაც 50 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს, რომელიც დიდი ხნის წინ იყიდა. ამანსიო ორტეგამ, Zara-ს დამფუძნებელმა, ასევე არ მისცა ფულს უფლება, მისით ზედმეტად გატაცებულიყო. მეუღლესთან ერთად ამანსიო ჩვეულებრივ სახლში ცხოვრობს ესპანეთში. დევიდ ჩერიტონმა, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელიც Google -ის აქციების 1.3 მილიარდ დოლარს ფლობს, ერთხელ ინტერვიუში თქვა: "იმ ადამიანებს, რომლებიც აშენებენ სახლებს 13 სააბაზანოთი და მისთანანით, ყველაფერი რიგზე ვერ აქვთ".


საშუალო კლასის ხალხი კი პირიქით, ამ გამოთქმით ხელმძღვანელობს: "ყველა კაცმა უნდა დარგოს ხე, ააშენოს სახლი და გააჩინოს შვილი". ამიტომაც არაერთი ადამიანის ცხოვრება დიდი სახლის აშენების მიზნის გარშემო ტრიალებს. ამაში უამრავი ფული, დრო და ენერგია იხარჯება.

image






9. მდიდრული მანქანები

დღესდღეობით მდიდრები არ ყიდულობენ უახლესი მოდელის მანქანებს, თუ უკვე არსებული მანქანა კარგ მდგომარეობაშია და მათ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგიც კი Volkswagen-ს მართავს და ამბობს, რომ არასდროს ცდილობდა, მდიდარი გამოჩენილიყო.


მიუხედავად ამისა, არაერთი ადამიანი მსოფლიოს გარშემო ძვირადღირებულ მანქანებს ყიდულობს, რათა საკუთარი თავმოყვარეობა დაიკმაყოფილოს. ამისთვის ისინი სესხსაც კი იღებენ.

image






10. ძვირადღირებული განათლება

მილიონერებმა იციან, რომ უფასო განათლება დიდად არ განსხვავდება ძვირადღირებულისგან და ცხოვრებაში წარმატებას დისციპლინა, გამბედაობა და შეუპოვრობა განსაზღვრავს. გარდა ამისა, დღეს დიდი საერთაშორისო კომპანიები მზად არიან, დაიქირაონ ახალგაზრდა ადამიანი, თუ მას გარკვეულ სფეროში ელემენტარული, საჭირო ცოდნა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე პროფესიულ გამოცდილებას და რეალურ უნარ-ჩვევებს უფრო აფასებენ, ვიდრე სასწავლებლის დიპლომს.


ამასობაში, ჯერ კიდევ უამრავ ადამიანს სჯერა, რომ თუ განათლებაში ფულს გადაიხდიან და დიპლომს მიიღებენ, წარმატებული კარიერა გარანტირებული აქვთ. როგორც წესი, ახალგაზრდები სესხებს იღებენ საკუთარი განათლების დასაფინანსებლად, თუმცა, მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში სხვა საქმით კავდებიან და არა - საკუთარი პროფესიით, რათა ვალის გადახდა შეძლონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების ძვირფასი წლები მათ სესხის დაფარვას უნდა შესწირონ.

image






11. უამრავი სათამაშოს ყიდვა ბავშვებისთვის

წარმატებული ადამიანები მივიდნენ დასკვნამდე, რომ უსაზღვრო რაოდენობით სათამაშოების ყიდვით შესაძლოა ბავშვებს ზიანი მიაყენონ. ამას კვლევაც ადასტურებს: 36 ბავშვს შესთავაზეს, ეთამაშათ 4 ან 16 სათამაშოთი. გაირკვა, რომ პირველი ჯგუფის ბავშვებმა (ვინც 4 სათამაშოთი თამაშობდა) მეტი კრეატიულობა აჩვენეს და ნაკლებ სათამაშოს მეტი საინტერესო იდეა მოარგეს. სიმართლე ისაა, რომ თუ მშობლები შვილებთან ბევრ დროს გაატარებენ, ეს მათ მეტად განავითარებს, ვიდრე უამრავ სათამაშოსთან თამაში.


ამავე დროს, უამრავი მშობელი აღიარებს, რომ შვილების სათამაშოებს იმდენი ადგილი მიაქვს, რომ სახლში არ ეტევა. ასეთ შემთხვევაში ბავშვებს არ აქვთ ფანტაზიის დრო - მათ ყველანაირი სათამაშო აქვთ, რაც არსებობს და მათი ყველა სურვილი სწრაფად სრულდება. ხშირად ასე აჩვენებენ შვილებს სიყვარულს ის მშობლები, რომლებსაც ბავშვობაში ბევრი სათამაშო არ ჰქონიათ.

image






12. ტრეინინგები და სასწავლო კურსები

პერსონალური განვითარების კურსები ბიზნესია და ტრენერებს ხშირად სულაც არ აინტერესებთ, რამდენად ეფექტურად შეძლებენ მსმენელები ცხოვრების გაუმჯობესებას. ამიტომაც შეუძლებელია, ასეთ ტრენინგ-კურსს ანდოთ ცხოვრება. წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რომ ცხოვრების შეცვლა მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ მიზნებზე მუდმივი მუშაობითაა შესაძლებელი.


ამავე დროს, ეს კურსები დიდად პოპულარული გახდა იმ ადამიანებში, რომლებიც წარმატების მიღწევას გეგმავენ. მიუხედავად იმისა, რომ ძვირია, კურსების ბილეთები საკმაოდ სწრაფად იყიდება. ღარიბი ადამიანები ხშირად ცდილობენ, იპოვონ "მაგიური აბი", რომელიც ცხოვრებას უკეთესობისკენ შეუცვლით. თუ ერთი "აბი" არ მუშაობს, ისინი დახმარების მიღებას სხვა ტრენერისგან ელიან.

image






13. სილამაზის სფერო

დღეს ფრჩხილების ბუნებრივი ფერი პრივილეგიასთან და სიმდიდრესთან ასოცირდება. წარმატებული ქალები აკურატულ, ნაზ, ღია ფერის ფრჩხილის ლაქს ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც სასიამოვნოდ გამოიყურება.


თუმცა, ბევრი გოგონა ცდილობს დარწმუნდეს, რომ მის მანიკურს აუცილებლად შეამჩნევს გარშემო ყველა. ისინი ხშირად ირჩევენ მკვეთრი ფერის ლაქს, აფორმებენ ფრჩხილებს ხელოვნური ბრილიანტებით და კაშკაშა თვლებით. თუ ფრჩხილის სიგრძე საკმარისი არაა, იკეთებენ ხელოვნურ დაგრძელებას. ამ სტილს ხშირად ირჩევენ საშუალო კლასის წარმომადგენლები, რათა საზოგადოებას აჩვენონ, რომ თავისუფალი და უდარდელი ცხოვრების სტილი აქვთ.

image

p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. ცნობილები, რომლებიც ფულს იახტებსა და ბრილიანტებზე კი არა, მსოფლიოს გადარჩენაზე ხარჯავენ - მათ უნდა იცნობდეთ!

image


2. როგორ გამოვიდეთ პაემნიდან იაფად - 20 ჭკვიანური იდეა

image


3. 25 ყველაზე ძვირადღირებული ნივთი მსოფლიოში

image


4. 12 მითი სხვადასხვა ქვეყანაზე, რომლისაც ხალხს დღესაც სჯერა

image


5. ცნობილი მშობლები, რომლებიც შვილებს მემკვიდრეობის გარეშე ტოვებენ

image

0
5390
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
5390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0