სხვა მდიდარი მამიკოს ქალიშვილი,რომელმაც ავტომობილით 5 ადამიანი მოკლა ტირის იმის გამო,რომ ორი თვით ჩასვეს ციხეში(ვიდეო) 2017, 22 ოქტომბერი, 17:50 18 ოქტომბერს, საღამოს ხარკოვში, სუმსკოის და მეჩნიკოვის ქუჩების გადაკვეთაზე Lexus RX 350- ისა და Volkswagen Touareg- ის შეჯახების შემდეგ, იაპონური ავტომობილია ტროტუარზე გადაფრინდა, რის შედეგადაც დაიღუპა 5 მოქალაქე და კიდევ 6 დაზიანდა.
უკრაინელი სტუდენტი ალიონა ზაიცევა, რომელმაც 5 ადამიანი იმსხვერპლა და 6 დააზიანა, ორი თვით დააკავეს, იმისთვის, რომ სასამართლო პროცესის გამართვამდე არ დატოვოს ქვეყნის ტერიტორია. ინტერნეტში გავრცელდა შოკისმომგვრელი ვიდეო.სადაც მშობლების ნაყიდი "ლექსუსით" გოგონა შუქნიშანზე წითელ შუქს არ ემორჩილება, დიდი სისწრაფით ეჯახება ჯერ ერთ ავტომობილს, შემდეგ კი ტროტუარზე ნამდვილ სისხლიან სასაკლაოს ახდენს. 20 წლის ალაინა ზაიცევა დაკავების შემდეგ ატირდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მილიონერი მამა დაპირდა დაღუპულ ოჯახის წევრებს კომპენსაციას გადაუხდიდა და გოგონასაც პირობითი სასჯელით გაანთავისუფლებენ. ჟურნალისტი მარინი დანილიუკ -იარმოლაევა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ მსგავსი ინციდენტები უკრაინაში ძალზე ხშირად ხდება, ამიტომ არ მესმის იმათი, ვინც გოგონას იცოდებენ, იგი მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს: "იგი უნდა შეიცოდოს მშობლებმა და ადვოკატმა, ისიც დაქირავებულია და სოლიდურ ჰონორარს უხდიან, ყველა დანარჩენისთვის ზაიცევი არის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა იქცე მშვიდობიანი მძღოლი სისხლიან მკვლელ მანქანად, დარწმუნებული ვარ გუშინდელი სასამართლოს შემდეგ ზაიცევი ვინმეს ეცოდებოდეს, მონანიება გარდაცვლილი ნათესავების მოსყიდვით არ უნდა იწყებოდეს და მართლაც უხერხულია ამ დროს იწუწუნო შენს გატეხილ თავზე." "დაჯდე საჭესთან ნასვამი, გაიარო წითელზე, გადაუარო ტროტუარზე ქვეითად მოსიარულეებს, როგორც ჩანს ნორმალურია ეს ბევრი მძღოლისთის" 20 ოქტომბრის საღამოს კიევის რაიონულმა სასამართლომ ალიონა ზაიცევას წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიება გაატარა, გოგონა მომდევნო ორი თვის განმავლობაში პატიმრობაში იქნება გირაოს შეტანის უფლების ჩამორთმევით, ამასთანავე ზაიცევას გაუუქმდა მართვის ლიცენზია და ჩამოერთვა ავტომობილი. 1464 10-ს მოსწონს
|