ცნობილმა კანადელმა მოდელმა და კოსპლეიმ ჰოლი ვულფმა აღიარა, რომ ხშირად ღებულობს მუქარის შემცველ და შეურაცხმყოფელ წერილებს თაყვანისმცემლებისგან მხოლოდ იმის გამო, რომ მოსწონს აზიელი მამაკაცები.
29 წლის ჰოლი ვულფი, რომელიც ჟურნალებს, "Playboy", "FHM" და "Maxim"-ის გვერდებს ამშვენებს, აღიარებს რომ ყოველთვის მოსწონდა აზიური წარმოშობის მამაკაცები და მხოლოდ მათ ხვდება.
გოგონა აცხადებს, რომ არასდროს შეიცვლის საკუთარ შეხედულებას, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო პრობლემები ექმნება.

"მე ვხვდებოდი რამდენიმე აზიური წარმოშობის მოცეკვავეს და ვთვლი, რომ ისინი ბევრად უფრო მიმზიდველები არიან, ვიდრე თეთრკანიანები"-აღნიშნავს ვულფი.
მოდელი ამჟამად დანიშნულია ფილიპინელ კალაბურთელზე ჯეიარ გალარზე.
კანადელ მოდელს ამის გამო ხშირად მოსდის მუქარისშემცველი და დამამცირებელი წერილები.

"რასიზმი უწინდებურად ძალზე გავრცელებულია და ეს ჩემთვის შოკისმომგვრელია, მსურს რომ ადამიანები ერთმანეთს გარეგნული ნიშნებით არ აფასებდნენ.-აღნიშა ჰოლი ვულფმა- იყო შემთხვევები, როდესაც თეთრკანიანი ბიჭები პაემანს მინიშნავდნენ, მე ვპასუხობდი, "იცი ჩემს გემოვნებაში არ ჯდები, მე აზიელი ბიჭები მომწონს და არც ეცადო....იცით როგორ ბრაზდებოდნენ ჩემზე? რა შეურაცხმყოფელი სიტყვები აღარ მომისმენია მათგან როდესაც უარს ვეუბნებოდი, ბოზს და მეძავს მიწოდებდნენ და თან მწერდნენ, რომ მათ ისედაც არ მოვწონდი".
იხილეთ აგრეთვე