x
image
Culture Express
სოფიკო ჭიაურელი - ქართული კინოს ლეგენდარული მსახიობი, რომელიც მსოფლიომ აღიარა

image

მრავალი თაობისთვის საყვარელმა ქართველმა მსახიობმა სოფიკო ჭიაურელმა ასზე მეტ კინოფილმში მიიღო მონაწილეობა, სოფიკო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მაშინდელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი მსახიობი იყო, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა საერთაშორისო კინოფესტივალებზე სხვადასხვა დროს "ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის". მსახიობი მოღვაწეობდა სხვადასხვა დროს მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებში, სადაც მრავალი გამორჩეული თეატრალური სახე შექმნა. ხოლო პირველი კინოროლი "მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის" დამთავრების შემდეგ შეასრულა რეზო ჩხეიძის ფილმში "ჩვენი ეზო" 1956 წელს, სადაც პარტნიორობას მომავალი მეუღლე და გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია უწევდა. სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია ფილმიდან "ჩვენი ეზო". ფოტო საქართველოს ეროვნული არქივი. სოფიკო ჭიაურელმა პირველი პრემია მიიღო შოთა მანაგაძის ფილმში "წუთისოფელი" (1971) შესრულებული როლისთვის. მსახიობმა 27 წლის ასაკში განასახიერა სოფელში მცხოვრები, გურული ქალის ცხოვრება, ბავშვობიდან - ღრმა მოხუცებულობამდე. ამ როლისთვის სოფიკო ჭიაურელმა ესპანეთში, სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო - ქალის როლის საუკეტესოდ შესრულებისთვის. ფოტოზე: სოფიკო ჭიაურელი ესპანეთში, სან-სებასტიანის კინოფესტივალზე, დაჯილდოება ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. სოფიკო ჭიაურელის დაჯილდოება სან-სებასტიანის კინოფესტივალზე. სოფიკო ჭიაურელმა გამორჩეული სახეები შექმნა ფილმებში: " ჩვენი ეზო", "რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ", "ვერის უბნის მელოდიები", "ხევსურული ბალადა", "ნატვრის ხე", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "დათა თუთაშხია" და ა.შ სოფიკო ჭიაურელი ფუფალა კინოფლმიდან "ნატვრის ხე" მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სერგო ფარაჯანოვის ფილმებს. სერგო ფარაჯანოვი სოფიკოს მის მუზას უწოდებდა და ამბობდა, სოფიკო გენიაური კინო-ბალერინააო. სწორედ მის ფილმში "ბროწეულის ფერი", შესრულებული როლის შემდეგ მოიპოვა სოფიკო ჭიაურელმა მსოფლიო აღიარება. კინოფილმი მსოფლიო კინოს შედევრად აღიარეს ისეთმა კინორეჟისორებმა, როგორებიც არიან ფედერიკო ფელინი, ჟან-ლუკ გოდარი და მიქელანჯელო ანტონიონი.

imageimage სოფიკო ჭიაურელს მსოფლიოში ცნობილი უამრავი ხელოვანი აღიარებდა, მათ შორის, ძალიან საინტერესოა ისტორიაა, თუ როგორ გამოთქვა სურვილი პეტერბურგში ვიზიტად მყოფმა, უამრავი არაჩვეულებრივი მსახიობით გარშემორტყმულმა ჯულიეტა მაზინამ, სოფიკო ჭიაურელთან შეხვედრის სურვილი. თავად სოფიკო ჭიაურელი იხსენებდა: " ჯულიეტა მაზინა პირველად მოსკოვში, სტუდენტობისას ვნახე, ინსტიტუტში მოვიდა, ნახა ჩვენი საკურსო ნამუშევრები, ძალიან მოეწონა, გვაქო სტუდენტები. მერე გავიდა დრო, უკვე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, გასტროლებზე ვიყავი ლენინგრადში. უცებ მირეკავს ლენინგრადის კინოკავშირის განყოფილება, ჯულიეტა მაზინა არის ჩვენთან სტუმრად და გვინდა, რომ თქვენ გაუძღვეთ მასთან ინტერვიუსო. გამიკვირდა, ლენინგრადში ისეთი მსახობები არიან, მე რატომ უნდა ავიღო ინტერვიუ-მეთქი. არა, თვითონ მაზინამ თქვენ გახსენათო. რომ შევხვდი, მივხვდი ნანახი ჰქონდა ფარაჯანოვის "საინათნოვა" (მეორე სათაური "ბროწეულის ფერი") და ამიტომ ვახსოვდი და მე ავიღე ინტერვიუ ჯულიეტა მაზინასგან.." image 2008 წელს, მძიმე ავადმყოფობისას, სოფიკო ჭიაურელი საფრანგეთში მკურნალობდა, პარიზში ის იმ სასტუმროში ჩერდებოდა. რომლის ფანჯრებიც "ლუვრს" გადაჰყურებდა, როგორც ამბობენ, ერთ-ერთი ჩასვლისას, როდესაც მსახიობი ნომერში შევიდა ფანჯრებზე ფარდები გადაწია, დაინახა, საკუთარი უზარმაზარი პორტრეტი, რომელიც "ლუვრის მუზეუმის" მთელს კედელზე იყო დაგაკიდებული. იქ ფარაჯანოვის ფილმების კვირეული მიმდინარეობდა და სოფიკო ჭიაურელის ეს კადრიც "ბროწეულის ფერიდან" იყო. მსახიობმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, როდესაც საკუთარი პორტეტი დაინახა გაიღიმა და ვაჟს იუმორით უთხრა, შენ არ მაფასებ, თორემ ნახე აქ როგორ მხვდებიანო. სოფიკო ჭიაურელი ფელინის მუზა მარჩელო მასტროიანი და ფარაჯანოვის მუზა - სოფიკო ჭიაურელი. იური მეჩითოვის ფოტო: სოფიკო ჭიაურელი და მარჩელო მასტროიანი სოფიკო ჭიაურელი და პიტერ ოტული:




image სოფიკო ჭიაურელი და მსოფლიო კინოს კლასიკოსი აკირა კუროსავა:


სოფიკო ჭიაურელი და აკირა კუროსავა

1
294
2-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
294
  
2017, 25 ოქტომბერი, 10:01
მართლაც საოცარი ქალი იყო((
0 1 1