პროზა დიდი სამყარო, რომელიც პატარა ჯიბეში ეტევა - ჩაანაცვლე ფეისბუქი წიგნებით 2017, 20 ოქტომბერი, 18:21 ყოველდღიურობა სავსეა მოსაწყენი წუთებით, როდესაც არ იცი რა აკეთო.
ასეთ დროს ტელეფონში ფესიბუქის სქროლვას ვიწყებთ თანამედროვე ადამიანები.
და რა გვხვდება სოციალურ ქსელში? ცარიელი, მოკლე, ზედაპირული, ზოგჯერ ნეგატიური და ხშირად უინტერესო პოსტები, რომლებიც ჩვენს სულიერ სამყაროს არანაირ დადებით საზრდოს არ აძლევს. ![]() თუ კარგად დაფიქრდები, მიხვდები, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სჯობს, იყო ძველმოდური, სჯობს, არ აჰყვე თანამედროვე ტენდენციებს და ფეისბუქის ნაცვლად, დრო წიგნებზე დახარჯო. მართალია მობილურის ჯიბით ტარება უფრო მარტივია ვიდრე წიგნის, მაგრამ გამომცემლობა “პალიტრა L“ და მისი არაჩვეულებრივი პროექტი „ერთი მოთხრობა“ ამ დაბრკოლების მარტივად გადალახვის საშუალებას გაძლევთ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნები მცირე ზომისაა და ზუსტად ისევე მარტივად ეტევა ჯიბეში როგორც მობილური ტელეფონი. ![]() პროექტის ფარგლებში გამოცემულ წიგნებს შორის შეხვდებით როგორც მსოფლიო კლასიკოსთა, ასევე ქართველ მწერალთა შედევრებს. გარდა ამისა, „ერთი მოთხრობა“ უცნობი ავტორების ნაწარმოებების პოპულარიზაციასაც ემსახურება და მკითხველს ახალი მწერლების გაცნობის საშუალებასაც აძლევს. ![]() 119 4-ს მოსწონს
|