x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ქალური სილამაზის 5 ძირითადი კანონი კოსმეტიკის ექსპერტის პაულა ბიგაუნისგან

ყველასთვის, ვინც ოდნავ მაინც არის დაინტერესებული კოსმეტიკით, ცნობილია წიგნების "არ ესტუმროთ კოსმეტიკურ განყოფილებას ჩემ გარეშე, " "სილამაზის ბიბლიის" ავტორის, პაულა ბიგაუნის სახელი, რომელიც მარტივი, გასაგები ენით გვიყვება მსოფლიო კოსმეტიკის საიდუმლოებების შესახებ. სტატიაში წარმოგიდგენთ ექსპერტის 5 მთავარ ცნებას.


image


1. არ გამოიყენოთ ქილაში მოთავსებული კრემი, რაც არ უნდა ძვირი ღირდეს


კრემში შემავალი ანტიოქსიდანტები, ვიტამინები, სასარგებლო თვისებები ვერ იტანს ჰაერთან კონტაქტს. ამას გარდა, როდესაც ხელით ეხებით, გადაგაქვთ მასში მიკროორგანიზმები, რომელსაც შეუძლია საცხი ნელი მოქმედების ნაღმად აქციოს. ამიტომ შეფუთვის ესთეთიკური ფაქტორის იგნორირება ნამდვილად ღირს – მიანიჭეთ უპირატესობა ტუბებს. ამასთან, არ ღირს თავის მოტყუება თვალის ირგვლივ კრემებთან დაკავშირებით: მათი ფორმულა ხშირ შემთხვევაში თითქმის არ განსხვავდება სახის ანალოგიური საშუალებებისგან.


2. ჩართეთ რეტინოლის შემცველი ანტიასაკობრივი საშუალება


განსხვავებით უამრავი სხვა რეკლამირებული კომპონენტებისგან, რეტინოლი ახდენს კოლაგენის და ელასტანის გამომუშავების სტიმულირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. რაც შეეხება საცხებს "ბოტოქსის ეფექტით", ეს არც მეტი, არც ნაკლები მარკეტინგული ხრიკია. სამწუხაროდ ბოტოქსის ეფექტს, მხოლოდ ბოტოქსი ფლობს!


3. არ გახვიდეთ გარეთ SPF შემცველი კრემის გარეშე ზამთარშიც კი


აღნიშნული კრემი ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქებისგან დამცავ ნამდვილად მოქმედ საშუალებას წარმოადგენს. ასევე ხელს უწყობს კანის ელასტიურობის შენარჩუნებას. ასეთი საცხი შეიცავს თუთიის ოქსიდს, ტიტანის დიოქსიდს ან ავობენზონს. კარგი იქნება თუ მის გამოყენენბას 18 წლის ასაკიდან დაიწყებთ. ყოველდღიურად! სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ ნაოჭები ძირითად მზის ზემოქმედების შედეგად ჩნდება.



4. ნუ დაიჯერებთ, რომ კარგი და ეფექტური კოსმეტიკა აუცილებლად ძვირი უნდა ღირდეს


პროდუქტის მოქმედება დამოკიდებულია მხოლოდ მის ქიმიურ შემადგენლობაზე. ყოველივე დანარჩენი – უბრალოდ სარეკლამო ხრიკებია. რამდენადაც, როგორც ძვირიან ისე იაფიან ბრენდებში გვხვდება ფავორიტებიც და აუთსაიდერებიც. ერთხელ პაულამ განაცხადა, რომ ტუშის ყიდვა, რომელიც 10$ მეტი ღირს, უაზრობაა. ჟურნალისტები, რომლებმაც მაშინვე ჩაატარეს ექსპერიმენტი, მიღებული შედეგით შოკირებულები იყვნენ: ტესტირებული პროდუქციიდან, რომლის ფასი 4$ – 23$ მერყეობდა, საუკეთესო 8$ ტუში აღმოჩნდა მეიბელინისგან.

ექსპერტი გირჩევთ ზედმეტად არ დაიხარჯოთ თვალის ირგვლივ კანის მოვლის საცხებზე, რადგან მათი ფორმულა პრინციპულად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი სახის კრემებისგან.


5. ნუ ფიქრობთ, რომ ნატურალური კოსმეტიკა უფრო ეფექტურია, ვიდრე სინთეტიკური


უპირველეს ყოვლისა, ბევრ ნატურალურ ინგრედიენტებს (მაგალითად, ეთერზეთები, მენთოლი, ლიმონი, ცაცხვი, ლავანდა, ილანგ-ილანგი) შეუძლია გაღიზიანების პროვოცირება. ამას იქამდე მივყავართ, რომ კანი აღარ გამოიმუშავებს კოლაგენს ისე, როგორც საჭიროა; შედეგად კანის თვითაღდეგენის პროცესი ირღვევა. ამასთან, ნატურალურ საშუალებს არა აქვთ კანში ღრმად შეღწევის და რთული ამოცანების გადაჭრის უნარი. მაგალითისთვის, თუ ხელის გამომშრალ კანზე ზეითუნის ზეთს წაისვამთ, კანი დარბილდება. მაგრამ თუ გლიცერინის ან რეტინოლის შემცველ საშუალებას გამოიყენებთ, შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება!


ასევე დაგაინტერესებთ:

5 ფაქტორი, რომელიც ნაადრევ სიბერეს იწვევს


რა კავშირია ხერხემალსა და ჩვენი სახის ახალგაზრდობას შორის. ის, რაც აქამდე არ იცოდით!


ამერიკელმა მეცნიერებმა სიბერის პროცესის შენელების ძალიან მარტივი ბუნებრივი საშუალება აღმოაჩინეს


20 მნიშვნელოვანი რჩევა კოსმეტოლოგისგან თქვენი კანისა და თმის სილამაზისთვის


40 წლის აზიელი ქალბატონი 20 წლის გოგონასავით გამოიყურება. გაინტერესებთ როგორ?


პიგმენტური ლაქების მოცილება სახლის პირობებში – მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებები


რომელ მინერალს რა სარგებლობა მოაქვს ჯანმრთელობისთვის


1
786
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
786
  
2017, 19 ოქტომბერი, 22:45
ზუსტია. ერთიდაიგივე მასალას ხმარობს ვითომ ჰაი კლასის და უბრალო მწარმოებელიც. ეგ არის რეკლამაში უწევთ მილიონების გადახდა,ისე უკანალს არ აწევს არავინ.
0 1 1