x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1937 წლის რეპრესიები-რა ხდებოდა მწერალთა რიგებში? შემზარავი ქრონიკა

image

80 წელი გავიდა 1937 წლის რეპრესიებიდან, ბევრი თქმულა და დაწერილა აქამდე და კიდევ ბევრი დაიწერება, თითქოს რა უნდა შემოგთავაზოთ ისეთი ახალი, რაც აქამდე არ გაგიგიათ?თუმცა დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტეთ 1937 წელი სულ სხვა კუთხით დაგანახოთ, გაგაცნოთ მშრალი ოქმების ამონაწერები, ე.წ "დანოსები", შემზარავი, ცინიკური ცილისწამებით და ლექსიკით გაჯერებული, სადაც უხვადაა გამოყენებული სიტყვები:, მუხანათი მტრები, მყრალ ბუნაგში მხოხავი ქვეწარმავლები, ზნედაცემულები, ღვარძლიანი ნაციონალისტები, გათახსირებულები, ნაძირალები, ფაშისტების მოსყიდული მკვლელები, კაპიტალიზმის რესტავრატორთა ხროვა, წუნკალი არსებები, გარეწრები და ა.შ და ამ სიტყვებს ხმარობდნენ მხატვრული სიტყვის ოსტატები, მწერლები!


" ის გარემოება, რომ მიხეილ ჯავახიშვილი ჩვენი სამშობლოსა და საბჭოთა ხალხის მოღალატეთა ბანდის, ჯაშუშებისა და დივერსანტების გარეწარი ხროვის მონაწილე აღმოჩნდა, უსაზღვრო ზიზღსა და აღშფოთებას იწვევს ყოველი საბჭოთა მწერლისა და მოქალაქის შეგნებაში, მაგრამ ეს არავის გააკვირვებს, რადგან მიხეილ ჯავახიშვილის მთელი მოქალაქეობრივი და სამწერლო ბიოგრაფია მკაფიოდ ახასიათებს მას, როგორც მუხანათურად შენიღბულ და უარესი თვალთმაქცობით შეიარაღებულ კლასობრივ მტერს, უსაზღვროდ გაცოფებულს, პროლეტარული რევოლუციის მიღწევებისადმი მტრობით და სიძულვილით"....

შემდეგ საუბარია მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებებზე:"..არავისთვის საეჭვო არ უნდა იყოს, ავტორის სულიერი ნათესაობა და სრული მსგავსება საკუთარი ავანტურისტულ-თაღლითურ ფანტაზიის ამ ნაყოფთან"(საუბარია კვაჭი კვაჭანტირაძეზე)(ლიტერატული საქართველო-1937 წ. №19)



"აღმოჩენილ იქნა ტროცკისტულ-მავნებლური ტერორისტული ცენტრი, რომელშიც შედიოდნენ ბ.მდივანი, მ.ოკუჯავა, ს.ქავთარაძე, მ.ტოროშელიძე, ს ჩიხლაძე, ნ კიკნაძე და სხვები, სრულიად საკავშირო ტროცკისტული ცენტრის წევრებთან პიატიკოვთან, სერებრიაკოვთან და სხვა.კავშირი ჰქონდათ გაბმული ბ.მდივანს, ს.ქავთარაძეს და სხვა...

..ჩვენმა პარტიამ ძლიერი სტალინური ხელით გაანადგურა ფაშიზმის ეს დაქირავებული აგენტები, ტროცკის დამქაშები.."

(ლავრენტი ბერიას მოხსენების ნაწყვეტი-საქართელოს ცკ.კპ-ს X ყრილობა-1937 წ. 15 მაისი)


.."ამ საზიზღარი ცილისმწამებლური სიცრუის ფაბრიკაციას და გავრცელებას ეწეოდნენ ხალხის მტრები:ბ.მდივაბი, მ.ტოროშელიძე, პ აღნიაშვილი, კ. მოდებაძე და სხვები, ისინი ამას იმიტომ სჩადიოდნენ, რომ სახელი გაეტეხათ და შეერყიათ ხელმძღვანელობა, დეორგანიზაცია შეეტანათ საქართველოს და ამიერკავკასიის ბოლშევიკთა რიგებში და ამით თავისთვის გაეადვილებინათ თავისი კონტრრევოლუციური შავი მტრული საქმე(შეძახილები დარბაზიდან, მართალია)...შემდეგ ქება დიდება სტალინის და ბოლშევიკურ-კომუნისტური პარტიის შეძახილით: წინ კომუნიზმისაკენ(მქუხარე ოვაციები, ყველანი ფეხზე დგებიან, რომელიც გადადის შეძახილებში ვაშა, გაუმარჯოს სტალინს!!!)"(-საქართელოს ცკ.კპ-ს X ყრილობა-1937 წ. 15 მაისი)

"მ ტოროშელიძე, კონტრრევლოუციური თვალთმაქცობის და მავნებლობის ეს გაკოტრებული ოსტატი დიდხანს სწამლავდა ქართულ საბჭოთა მწერლობის ატმოსფეროს, ან კიდევ ტროცკისტი პლატონ ქიქოძე და მისი ძმაბიჭები(ნარუაშვილის, ფეოდოსიშვილი), გაუსწორებელი კონტრრევოუციონერები, პარტიის მიერ არა ერთხელ მხილებული გაიძვერა ვარდნინის უდღეური დამქაშები(წერილი ხელმოუწერელია, -ლიტ. საქართველო-15 მაისი, 1937წ.)


"საქართველოს ბოლშევიკების მე-10 ყრილობის შედეგების განსახილველად მოწვეული საბჭოთა მწერლების კრება, რომელიც სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, კატეგორიულად მოითხოვა მწერლების, მ.ჯავახიშვილის, პ.იაშვილის, კ.გამსახურდიას, და სხვებისგან გულწრფელად და სიმართლით ეთქვათ სამწერლო საზოგადოებისათვის თავიანთი კავშირის შესახებ ხალხის საზიზღარ მტრებთან-კონტრრევოლუციურ ტროცკისტებთან"(ლიტ.საქართველო-10 ივნისი, 1937წ)


1937 წლის 10 ივლისი მწერალთა აქტივის კრება(მონაწილეობდა და ხელს აწერდა 17 კაცი), შეადგინეს შემდეგი ტექსტი-დადგენილება:

"ამ დადგენილებას სრული კმაყოფილებით შეხვდება მთელი ჩვენი ქვეყანა, ეს გარეწრები დაუკავშირდნენ ერთ-ერთ უცხო სახელმწიფოს და ცდილობდნენ გაეყიდათ ქვეყანა...მათი დახვრეტა ეს არის სურვილი და მოთხოვნა ქართველი ხალხისა, ჩენი ქვეყანა იწმინდება გარეწრებისა და მზაკვრებისგან"

(საუბარია, ტოროშელიძის, მდივანის, ოკუჯავას, ყურულოვის, ელიავას და სხვათა სიკვდილით დასჯაზე)


" პაოლო იაშვილის, გამოაშკარავებული ჯაშუშის და ხალხის მტერის, თვითმკვლელობა არის პროვოკაციული ქმედება პარტიისა და საბჭოთა წყობის წინააღმდეგ და ამის გამო იგი დასაფლავდეს, როგორც ხალხის მტერი... ლავრენტი ბერიას დაევალოს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მიაწოდოს ინფორმაცია პაოლო იაშვილის კოტრრევოლუციურ, ჯაშუშურ და მავნებლურ საქმიანობაზე“( საქართველოს კომუნისტური პარტიის ბიუროს სხდომა 23 ივლისი, 1937წ)

"მისი თვითმკვლელობა მწერალთა სასახლეში, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომის მიმდინარეობის დროს წარმოადგენს პროვოკაციულ აქტს, რომელიც ზიზღსა და აღშფოთებას იწვევს ყოველ პატიოსანი მწერლის შეგნებაში"


"ფაშისტურ ოხრანკის აგენტები, მოღალატეები და გამცემლები აღმოჩნდნენ პროფესორები გ.ელიავა, გრ.წერეთელი, ჯანდიერი, ცქიტიშვილი, ა.წერეთელი, ლეონიძე, ინჟინერი ჭიჭინაძე, რუსთაველი თეატრის ყოფილი დირექტორი ს.ახმეტელი, მწერლები მ. ჯავახიშვილი, ტ. ტაბიძე, საბჭოთა ხელისუფლების ორგანოებმა ისინი შეიპყრეს, გაანადგურეს და მოსპეს(ხანგრძლივი ტაში)-(ლავრენტი ბერიას მოხსენება საბჭოთა მშრომელი ინტელიგენციის წინასაარჩევნო კრებაზე-10დეკემბერი, 1937წ)


"საქ.საბჭოთა მწერლები მხურვალე სალამს გიძღვნით თქვენ, ქართველი ხალხის ხელმძღვანელს, დიდი სტალინის უერთგულეს მოწაფეს, ქართული საბჭოთა კულტურის და მწერლობის დიდ მშენებელს, მეგობარსა და მოამაგეს, სიტყვა გაძლევთ, რომ დაუნდობლად გამოვამჟღავნებთ და გავანადგურებთ კონტრრევოლუციურ ნამსხვრევებს, ჩვენ რიგებში რა ნიღაბსაც არ უნდა იფარებდნენ ისინი"(სამადლობელო წერილი ლავრენტი ბერიას, საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომა ოქმი №9-1937 წლის დეკემბერი)


რა ცინიზმით, მლიქვნელობით, ქლესობით და შიშით არის ეს წერილი გაჟღენთილი...


გამოქვეყნებული ოქმები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ "დანოსების", რომელიც იმ პერიოდში ინტელიგენციის წინააღმდეგ ხორციელდებოდა(მთლიანად მაგ დროის რეპრესიები კიდევ ცალკე საკითხია)...ალბათ მკითხველი გაიფიქრებს შიში ოხერია, ყველა საკუთარ ტყავს უფრთხილდებოდაო, თუმცა ვერ დაგეთანხმებით, იყვნენ მწერლები თუ ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლები რომლებიც თავიანთი მრწამსის მიმართ ბოლომდე პრინციპულები და ერთგული დარჩნენ, ზოგი რეპრესიების მსხვერპლი გახდა, ზოგი გადარჩა.

რაც შეეხება მწერლების მეორე ნაწილს, როგორც შეამჩნიეთ არცერთი წერილის გასწვრივ არ არის მითითებული გვარები, 90-იანი წლების დასაწყისში დასახელდა თითქმის ყველა ის მწერალი თუ კრიტიკოსი, რომელიც ამ სისხლიან ვაკხანალიას მხარს უჭერდა და მასში მონაწილეობდა, ბევრი მათ შორის ძალზე ცნობილია, თუმცა არა თუ მაშინ, ახლაც არ მიმაჩნია მართებულად დასახელდეს მათი გვარები(აქა იქ ინტენეტსივრცეში კი არის გაჟღერებული), თუნდაც იმიტომ, რომ მათ ჰყავთ შთამომავლობა შვილები, შვილიშვილები და ა.შ.რომლებიც შესაძლოა სავსებით კეთილსინდისიერებით და პატიოსნებით გამოირჩევიან, ხოლო სახალხოდ გაჟღერებულმა გვარებმა მათზე შეიძლება ძლიერი ფსიქოლოგიურ-ემოციური ტრავმა გამოიწვიოს, თუმცა გავა კიდევ წლები, წავა თაობები და მათი გვარები აუცილებლად ყველას ეცოდინება.


1
1967
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1967
  
2017, 18 ოქტომბერი, 0:03
რა საშინელი დრო იყო :(
0 1 1